ყველაზე დიდ ფული ყველაზე სწრაფად მაღლტექნოლოგიურ ინვესტირებით კეთდება.
მაგალითად წარმოიდგინეთ შეხვდით ბილ გეითს როდესაც 20 წლის იყო და ფირმის დასაარსებლად მიეცით ერთი მილიონი ფირმის ნახევარ წილში.

შედეგად რამედენიმე წელიწადში გაქვთ მილიარდები.
ასაწევი ონკანი ბევრს გექნებათ სახლში, ეს ერთი ერევნელი გამომგონებლის შემოქმედებაა. მას ასეთი ინვესტორები შეხვდა დიასპორიდან, კარგად დააპატენტებინეს, გააყიდინეს გამოგონება და შედეგად ის კაციც მილიარდერია.
ამიტომ უმეტესობა მილიონერებისა დასავლეთში, იმ მილიონერების რომლების დიდ ნაწილს ქონება ან წინაპრებისგან დარჩა ან ნოლიდან აშენა მძიმე შრომით, ეძებს ასეთ გამომგონებელს და ინოვატორს დაფინანსების მიზნით.
ეხლა რა ხდება ჩვენთან... ჩვენი მეცნიერების ტექნოლოგიური შედეგები ჩვენი ფულის ელიტისთვის ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს.
ბიძინამ მაღალტექნოლოგიური აეპპლი იყიდა, როდესაც ის კი არ იწყებდა საქმიანობას და აღმავლობას განიცდიდა არამედ როდესაც დამაარსებელი ჯობსი მოკვდა ანუ გარდუვალი დაღმასვლის წინ.
მიუხედავად ამისა ბიძო ჩვენი ქვეყნისთვის პროგრესულად აზროვნებს
დანარჩენ ოლიგარქებს ტექნოლოგიურ კომპანიებთან რაიმე საერთოს წარმოდგებაც კი უჭირთ...
ოფშორებში გაზიდული ფული და საქართველოში მისი გათეთრება წარმოადგენს ქართველი ყლაპიტალისტის ცხოვრების სტილს.
არც არის გასაკვირი, დასავლეთში გამდიდრების ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების მაგივრად შემდეგი სახით აქვთ ნაშოვნი ფული:
1) პირდაპირ ბიუჯეტიდან მოპარული;
2) კუპონიზაციის დროს მოპარული;
3) ეკონომიკის ჩამოქცევით იაფად მითვისებული ქონების სახით მოპარული;
4) ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიებით(ეს ბიძოს მეთოდია, იხილეთ მისი ბიზნესს ისტორია).
გამომგონებელი რომელიც ერთობლივად გამდიდრებას სთავაზობთ მისი გამოგონებით მათ თავის მსგავსი ქურდი ჰგონიათ, რომელიც მათ მოპარული ფულის მოპარვას ცდილობს.
ან რაში ჭირდებათ რისკი გამომგონებლებთან...როდესაც მილიარდები უკვე აქვთ, ეხლა შენარჩუნებას ცდილობენ.
ან ეს გამილიარდერებული გამომგონელებლი რაღაში სჭირდებათ საქართველოში გავლენის კონკურენტად.
მოკლედ ვზივართ ჭაობში და შანსი არ გვაქვს ამ ჭაობიდან ამოსვლის.
თუმცა ერთმანეთის ჭამის მაგივრად შეგვეძლო მართლა დიდი ნახტომი გაგვეკეთებინა ამ მიმართულებით.
This post has been edited by sulo on 15 Jun 2017, 15:24