განათლება უმთავრესია, კი. თუმცა, აქ უფრო სხვა თემაა, ვიდრე განათლებით ტვინის გაჟღენთვა და შემდეგ მისი ყურებიდან გადმოდინება.
ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გაგვიჩნდეს განცდა ერთიანობის, რომ ჩემი მეზობლის შიმშილი = ჩემს შიმშილს და ამაში დამნაშავე გალსტუკიანი ღორია,
რომელიც ჭამს ჩვენს ფულს. ეს შეგნება კი, თავის თავად მოგვიტანს სურვილს და მიზანს, რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ ჩვენი ტვინები.
აი, ამას კი, არც ერთი განათლების სისტემა არ ჩანერგავს. ხოლო, თუ გამოჩნდა ასეთი ძვირფასი ადამიანი,
ვისაც ექნება უნარი და მცდელობა ამ გზით გამოაჯანმრთელოს ხალხი, გააქრობენ ჩუსტებიანად, როგორც გაუქრიათ.
და როგორც უკვე დავწერე, ფორუმზე იმდენი ადამიანია, იმდენი წელი, დღე, საათი პოსტავს, პოსტავს, პოსტავს, პოსტავს... ქვეყნის ბედით შეწუხებული, რამის
შემცვლელები რომ ვიყოთ, ჩვენც მშვენივრად შევცვლიდით, იმიტომ რომ არაა პატარა კონტიგენტი და ძალა, მიზანმიმართული და შეგნებული მოქმედების შემთხვევაში.
არ უნდა მაგას განათლების სისტემის ათწლოვანი ცვლილებები და სისტემის თავში მყოფი ენთუზიასტი პოლიტიკოსები, მოსავალს რომ აიღებენ, დაგვირიგონ.
თან, რაის განათლების დონის აწევა, ნებისმიერს რომ კითხო, ყველა მიიჩნევს, რომ თვითონ განათლებულია.
მე უბრძენესი ვარო, იტყვის და მეორეზე მიუთითებს, აგე, ისაა გასანათებელი, ის კუნაპეტი ისაო.

მაგრამ საბოლოოდ, მაინც დიდი აბსურდი გამოდის, რადგან დედამიწაზე დასაბამიდან, ნებისმიერი, ჩანასახში სასარგებლო და კეთილი იდეა, ადამიანის ბუნების
წყალობით, იქცევა ხოლმე სიბოროტედ და განუკითხაობად. ხოდა, რას ვიწვალო ერთი, იშ! საშუალოდ 80 წელი მომცემია ამ დედამიწაზე, წავალ, რამე უკეთესით დავკავდები,
მაგალითად ცეკვით. ენდორფინებს გამოვყოფ, გავჯანსაღდები, ენერგიულს და ლამაზს ხომ უნდა ამომხდეს სული ამ უნამუსო მთავრობის ხელში?!

მათ კი - გალსტუკწაყრონჭილ ორწყება ღაბაბსა და ქამარწაჭერილ სამწყება ღიპში, ზემოდან ჩვენს ფულში, დააჯდებათ მიქელას გამოგზავნილი ბუზი.
რასაც მანამდე ვერ შესანსლავენ, საფლავში შეუძლიათ ჩაიფინონ ისე, მშვენიერი სუდარა გამოუვათ, "ნაღდი ქაღალდები" იქნება, საიქიოში ნიანგის ტყავზე მაგრად ფასობსო ეგ მასალა.
რაღაც არ გამოვიდა კარგად, ორივე მხარის ბოლო მიქელას ბუზის დაჯდომით დასრულდა.................. :?
* * *
პ.ს. საცეკვად მუსიკას დავამატებ, მაგ დინგიანების ჯინაზე!
ესეც რემიქსის ორიგინალი, ვისაც სიახლეები ეზარება

------------>
https://www.youtube.com/watch?v=1q4icTc0gOY This post has been edited by Estrella on 15 Jun 2017, 23:19