აი, რა უნდა რუსთავი 2-ს?
რატომ ასხვაფერებს ფაქტს, რატომ აბრალებს დასავლეთს და ვენეციის კომისიას იმას, რაც მათ არ უთქვამთ, რასაც ისინი არ ითხოვენ ჩვენგან და ბოლოს - არის თუ არა ეს, ანტიდასავლური პროპაგანდა და არის თუ არა ეს მავნებლური საქციელი???
ფაქტი: - ჩანაწერი კონსტიტუციაში, ეხება მხოლოდ ქორწინების ცნებას, მხოლოდ ქორწინების და არანაირი მინიშნება არ არის ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობაზე, მის აკრძალვაზე, დისკრიმინაციაზე და ა.შ. ასე რომ, ვერანაირად იქნება ინტერპრენირებული, ზემოაღნიშნულის აკრძალვად...
ბუკიკიოს კომენტარი: - „
ეს არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული,[b] როგორც ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვა, რომელიც განსხვავდება ქორწინებისგან[/b]. სხვა ევროპულ ქვეყნებში მიღებულია ორ მამაკაცსა თუ ორ ქალს შორის პარტნიორობა და არა ქორწინება ერთნაირ სქესიან ადამიანთა შორის. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ერთსქესიან ადამიანთა პარტნიორობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველგან.
შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთნაირ სქესიანთა ადამიანთა ქორწინება აღიარებულია. არა ბევრ, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში. ევროპის 14 ქვეყანა აღიარებს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას და სხვები არა. ეს არის საზოგადო - ერის და მისი განვითარების საკითხი.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, რთული იქნება ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება, სწორედ ამიტომ, ჩაწერეთ თქვენს კონსტიტუციაში, ქორწინება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის კავშირი. მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, თქვენ შეგიძლიათ ამის ჩაწერა კონსტიტუციაში, იმ პირობით, ეს ინტერპრეტირებული იქნება,
რომ არ ნიშნავს ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვას“, - განაცხადა ბუკიკიომ.
http://epn.ge/?id=47479 რუსთავი 2 ინტერპრეტაცია - "
...ვენეციის კომისია, კატეგორიულია ქორწინების ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით, - კონსტიტუციის მუხლი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვად ინტერპრეტირების საშუალებას, რადგან საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას, ევროსასამართლოს სტანდარტების გათვალისწინების ვალდებულება აქვს" -
http://www.myvideo.ge/tv/rustavi2/2017-06-17/15:03:13ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს სტანდარტი: - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, არ ითხოვს ამ საკითხში იმ 47 წევრი ქვეყნის ერთსულოვნებას, რომლებსაც იგი აკონტროლებს...
იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მხარს უჭერს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ დიდი რაოდენობის პრეტენზიებს სხვა პარამეტრებში, დაადგინა, რომ „კონვენციის მე-12 მუხლი, რომლითაც დაცულია ქორწინების უფლება, „არ ავალდებულებს მოპასუხე-სახელმწიფოს დააქორწინოს მსგავსი სქესის წყვილები, როგორც ქორწინების უფლების მაძიებლები“
2012 წელს, საფრანგეთში მიღებული კანონის შესახებ სარჩელის განხილვისას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა:
„კონვენციის 12 მუხლი, არ ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს გაავრცელონ ქორწინების უფლება ლგბტ წყვილებზე“.უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთი მსგავსი სარჩელი განიხილა, ამჯერად ფინეთის მოქალაქეების და დაადგინა: „მართალია, ზოგიერთმა ქვეყანამ ქორწინების უფლება გაავრცელა მსგავსი სქესის მქონე წყვილებზეც, მაგრამ ამით მათ გამოხატეს საკუთარი საზოგადოების ხედვა ქორწინების როლის შესახებ და ეს არ გამომდინარეობს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის ევროპული კონვენციიდან“...
და ბოლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, გამოსცა ოფიციალური დოკუმენტი ინტერპრეტაციით - საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და დაადგინა, რომ პაქტი შედგენილია შეთანხმების ვალდებულებით „აღიაროს ქორწინება, როგორც კავშირი მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის, ნებაყოფლობის საფუძველზე“ და რომ
„ლგბტ წყვილების ქორწინების უფლებაზე უარი, არ არღვევს კონვენციას“