მართალია, შუასაუკუნეებში წარმოდგენა არ ჰქონდათ ნანოტექნოლოგიების შესახებ, მაგრამ იმ დროს დამზადებული ფოლადის იარაღები თავისი არსით სწორედაც რომ ნანოა და აი რატომ:
მჭედელი ხის ნახშირზე როცა აცხელებს რკინის ნაჭერს, ამ დროს რკინა მდიდრდება ნახშირბადით - ასეთი ფოლადი გარედან ბასრი და მყიფეა, ხოლო შიგნიდან - რბილი და დრეკადი (იხ.ქლიბები) - ანუ, 3 ფენა: ბასრი/დრეკადი/ბასრი
ასე მომზადებულ რკინის ნაჭერს მჭედელი რომ გადაღუნავდა და კვლავ დააბრტყელებდა, უკვე გამოდიოდა 5 ფენა: ბასრი/დრეკადი/ბასრი/დრეკადი/ბასრი,
მერე ამასაც რომ გადაღუნავდა, გამოდიოდა, ღებულობდა 9 ფენას...
მესამე გადაღუნვაზე ღებულობდა 17 ფენას...
მეოთხეზე - 33 ფენას
მეხუთეზე - 65 ფენას...
მეათე გადაღუნვისას ღებულობდა 1000-ზე მეტ ფენას, ანუ თუკი ამუშავებდა 1 სანტიმეტრის სისქის რკინის ნაჭერს, მეათე გადაღუნვისას უკვე ნანო მასშტაბში გადაჰყავდა (100 ნანომეტრი)
საერთოდ კი 20-ჯერ გადაღუნავდნენ ხოლმე და მაგ დროს თეორიულად მილიონი ფენა მიიღწევა, რაც უკვე ნანოს ნანოა...
ასე რომ, ნანო თუ ახალია, მაშინ დამასკურიც ახალი გამოდის...