რადგან ახსენეთ,ერთი-ორი სიტყვა მინდა დავწერო.
ვერ გამიგია,ასე ტრაგიკულად,მტკივნეულად რატომ აღიქვამენ ზოგიერთები ამ ჭორს (თუ მართალს,ჯერ ვერ დავადგინე,
ხომ გაგიგიათ,კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო),გუშინ,იმ თემაში დაიბეჭდა ვიღაც პიარშჩიცას კომენტარი,
კვესიტაძის გადაცემაში მოვისმინეთ ჟურნალისტის სატელეფონო საუბარი უძილაურთან,ხელწერა ერთია,პასუხად გაღიზიანება,
უხეშობა,თავად ნაცმოძრაობას აქვს ტვინში ინსულტი და ა.შ. არ შეიძლება მშვიდად,აღელვების,ნაცმოძრაობის "ავადმყოფური
ტვინის" ხსენების გარეშე თქვან,რომ გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეეფერება,რომ ბ-ნი ბიძინი ჩვეულ ფორმაშია
და განაგრძობს საქმიანობას,მოსეირნე,ან საქმიანი მოქალაქის ერთი-ორი კადრიც რომ გვაჩვენონ,მთლად უკეთესი!
"რუსთავი2-ზე" სერიალი რომ გადის,"ქოსემის რისხვა",იქ არის ხოლმე,გავრცელდება ხმები სულთნის გარდაცვალების
შესახებ,დაიძვრება ხალხი თოფქაფის სასახლისკენ შეძახილებით,გვაჩვენეთ,დაგვანახეთ მბრძანებელი,სულთანიც
გამოჩნდება და ხალხი მშვიდად იშლება.ან ასე გააკეთონ!
ეს გაღიზიანებული ტონი ეჭვს ბადებს.რა მოხდა,მდიდარია თუ ღარიბი,ყველას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები
შეექმნას,რა არის ამაში დაუჯერებელი?!