mikiბოლომდე კითხვის და აზრის გამოტანის პრობლემას ნამდვილად ვხედავ. მარტო მეფისთვის არ მიმიწერია ქვეყნის გადარჩენა, და ეგ ხალხიც, რომელთა წვლილს არავინ აკნინებს, ფაქტია, სხვა ყველაფერთან ერთად ხშირად მეფის იდეას (მეფისათვის) წირავდა თავს და ამით ქვეყანა მოჰქონდა საუკუნიდან საუკუნემდე.
რაც შეეხება ქვეყნისთვის თავგანწირულ მეფეებს, ნამდვილად 3-ზე და 4-ზე გაცილებით მეტნი იყვნენ, დღეს რომ მხოლოდ ისტორიის მოყვარულებმა იციან მათი სახელები და საქმეები, თუნდაც ალექსანდრე დიდი და გიორგი VII, და უკვე დაშლილი ქვეყნის არაერთი მეფეც.
ის, რომ დღეს მონარქიის იდეას ებრძვით, არ ამართლებს ბაგრატიონების წვლილის დაკნინებას. აქედან მარტივია ტალახის სროლა, როგორც ჩანს მათ ადგილზე უნდა ყოფილიყავით, რომ შეგეგნოთ, რა სირთულესთან იყო დაკავშირებული ყველა მხრიდან მტერშემორტყმული ქვეყნის მართვა.
ტიპები ელემენტალურად საკუთარ ფინანსებს ვერ მართავენ, ვალებში იხრჩობიან და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მართველებს აკრიტიკებენ საუკუნეების შემდგომი გადმოსახედიდან.