#50828311 · 23 Jun 2017, 22:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა |
ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
23 ივნისი 10:41
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლოს დადგენილების თანახმად ჭანკოტაძის სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია, კერძოდ კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის პირველი პარაგრაფი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). სტრასბურგის სასამართლოს განაჩენით, სახელმწიფომ ზურაბ ჭანკოტაძეს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 20 000 ევრო ხოლო ხარჯების კომპენსაციის სახით 15 000 ევრო. უნდა გადაუხადოს. ზურაბ ჭანკოტაძე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობას 2002 წლის მარტიდან 2004 წლის მარტამდე იკავებდა. ჭანკოტაძე 2004 წლის მარტში უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებით დააკავეს და მან ოთხწლიანი სასჯელი მოიხადა. ზურაბ ჭანკოტაძე 60 წლის ასაკში 2013 წელს გარდაიცვალა. ის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანი იყო.
--------------------
არ ჩავიციკლოთ !
|