თვითონ გლეხებს უნდა ჰკითხოთ სიტყვა გლეხის რაობაზედ.
აბა ვინ იტყვის ზუსტად, თუ რატომ და რაზედ უწოდებს ერთი გლეხი მეორეს ან კულაკს, ანდაც ცხრა ნომერ გლეხსა?
მერე ვიმსჯელოთ იმაზედ, თუ რა ინტონაციით მოიხსენიებს გლეხი ქალაქელს.
და ერთიც:
დაასახელეთ ისტორიიდან ერთი ქვეყანა მაინც, სადაც მონას უყვარდა-უყვარს ბატონი მონათმფლობელი, ანდაც გლეხ-ყმასა ფეოდალი მებატონე.
ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ უკვე შეიძლება საღვთო და სატანური იერარქიების სისტემაში ნათლად გარკვევა.
შემდგომაა შესაძლებელი სწორი არჩევანის გაკეთება, რაც მანამდე უამრავ სიმცდარეებს მოიცავდა-მოიცავს.
ცალსახად ვერ განსაზღვრავ იმას რაც სიკეთისთვის სასურველი სიკეთენია --- რადგან იგივენი ბოროტებისათვის დიდ სიბოროტედაა მიჩნეული.
უფრო მარტივად:
ბნელი და უკუნი სიბოროტისათვის სამოთხეა...
სიკეთისთვის?
ასე რომ: ორი ლეგიტიმური სტანდარტია რეალობაში --- აღქმისა.
***
ბატონყმობა შედგება შესაბამისი იერარქიისაგან:
ყმა-გლეხნი,აზნაურ-თავადნი ფეოდალი მეფის ტახტ-გვირგვინ-სკიპტრით და ფეოდალური ქონების ფლობა-განკარგვის საგვარეულო გადაცემების ფართო უფლებებით.
ამ იერარქიის გარეთ მოქცეულნი არიან ქალაქელნი...
წერტილია პროლეტარიატი.
This post has been edited by triumpi on 24 Jun 2017, 11:23