ეს არის უსამართლო მიდგომა, და როდის უნდა ისწავონ სამართლიანი კანონების მიღება?
100 ქულის ამოწურვის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევა და უნდა მოხდეს გამოცდების გადაბარება. ანარაირი ქულების აღდგენა არ უნდა ხდებოდეს, ეს არის დიდი სისულელე.
იმ ხალხმა რა დააშავა ვინც მთელი წლის განმავლობაში საერთოდ არ არღვევს და ახალ წელს 100 ქულით ხვდება?

მაშინ მაგათ პრემიები ჩაურიცხონ იბიო მატ
ყველაფერი ესე უსამართლოდ რატო უნდა კეთდებოდეს ამ ქვეყანაში
პ.ს. სისწრაფის გადაჭარბებისა არ იყოს, არის გერმანიაში ხოშიანი პრაქტიკა, რომელიც უკვე დამუშავებულიცაა და გამართლებულიც.
მძღოლი ჯარიმდება სისწრაფის გადაჭარბების მიხედვით, რაც მეტი მით მეტი და მკაცრი იქნება სანქცია
აი ამ სისტემის შემოტანას ცოცხალი თავით არ აპირებენ, თურმე 16კმ/სთ -ით გადამჭარბებელი და 200კმ/სთ -ით გადამჭარბებელი ერთნაირად უნდა ისჯებოდეს

პ.ს.ს. ახალ წელს ახალი 100 ქულის მირება, ეს არის პირდაპირი ცდუნება და წახალისება მძღოლების, რომ ისინი წინასაახალწლო დრეებში მოდუნდნენ და დიდი ყურადღება არ მიაქციონ მოძრაობის წესებს, მაინც ახალ 100 ქულას აიღებენ მალევე.
თუ მაინც და მაინც მსგავსი სისტემა უნდოდათ, რაც ავტომატურ შევსებას გულისხმობს ქულების, მაგ შემთხვევაში 100 ქულის ნაცვლად, ყოველ წლიურად 20 ქულა უნდა დაირიცხოს. 100 ქულის დარიცხვა ახლიდან, ეს არის ბოლო დონის მარაზმი.
ანუ თუ ადამიანს დარჩენილი აქვს 40 ქულა, ის წლის ბოლოს მაინც მოუფრთხილდება მაგ 40 ქულას, ვინაიდან ახალი წლიდან მხოლოდ 20 ქულა დაერიცხება და გაუხდება 60.
ხოლო თუ მან იცის რომ მას 100 ქულა გაუხდება ახალი წლიდან, ის მაგ 40 ქულას აღარ მოუფრთხილდება და გაუჩნდება ცდუნება, რომ თავის თავს მისცეს რაღაცეების უფლება.
პ.ს.ს.ს. ხოლო იმ მძღოლებს ვისაც ზედმეტობაში გადაუვა ქულები, მაგ ქულების გამოყენება უნდა შეეძლოს, სხვა და სხვა მომსახურეობის მიღებაში. მაგალითად მაგ ზედმეტად დაგროვილ ქულებს უნდა მიენიჭოს პირობითი კურსი და შესაძლებელი უნდა იყოს, საპატრულო ჯარიმების გადახდა ქულებით.
ანუ თუ გაქვს 100+ ქულა, მაგალითად 20, ეგ უნდა იყოს პირობითად 100 ლარის ტოლფასი და უნდა შეიძლებოდეს მაგით ჯარიმის გადახდა.
აი ეს იქნება წახალისება იმ მძღოლების ვინც არ არღვევენ და არა ის რომ ყველას 100 ქულა ჩაერიცხება წლის ბოლოდ და მორჩა
This post has been edited by tb-seli on 24 Jun 2017, 13:00