მძიმედ დაჭრილ ქართველ მსოფლიო ჩემპიონს მკურნალობაში დახმარება ესაჭიროება ივლისი 5, 2017
25 ივნისს გურამიშვილის მეტროსთან, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე მსოფლიოს ძალისმიერი სამჭიდის ჩემპიონატის დროს მომხდარი 4 ახალგაზრდის დაჭრის ინციდენტი პრესამ აქტიურად გააშუქა. სატურნირო დარბაზის შესასვლელთან წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად 3 ადამიანი მსუბუქად დაიჭრა, ხოლო ერთმა, სამჭიდის 21 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ლევან აბესაძემ ძალიან მძიმე ჭრილობები მიიღო.
ერთ-ერთი სააგენტოს მიერ 25 ივნისის გავრცელებული ინფორმაცია:
„გურამიშვილის გამზირზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის შენობასთან 4 ახალგაზრდა დაჭრეს. ახალგაზრდები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან გამოდიოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. უნივერსიტეტში ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. დაჭრილ სპორტსმენს მეხუთე საავადმყოფოში რამდენიმესაათიანი ოპერაციაჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მამაკაცს სხეულის ზედა ნაწილში, მათ შორის ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.“
საბედნიეროდ, ექიმებმა ლევან აბესაძის გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ მისი მდგომარეობა დღემდე, 10 დღის გასვლის შემდეგაც კი მძიმედ რჩება. ის დღემდე მე-5 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მხოლოდ წამლებისთვის მას ყოველდღიურად 400 ლარზე მეტი ესაჭიროება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.
გთხოვთ, ყველამ გულთან მიიტანოთ ლევანის მდგომარეობა, შეიტანოთ წვლილი ქართველი სპორტსმენის გადარჩენის საქმეში და თუნდაც მცირედი თანხა გადარიცხოთ ლევან აბესაძის დედის ანგარიშზე!
ეს ლევანის დედის ანგარიშის ნომერია. VTB ანგარიში #GE27VT1000002171054506 მიმღები: Nana Abesadze
http://alt-info.com/levan-abesadze/
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3