შეწყალების კომისიის თავმჯდომარე სოსო თოფურიძის შეწყალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
6 ივლისი 21:12 სამართალი
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პრეზიდენტმა ძებნაში მყოფი კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე შეიწყალა.
ამის შესახებ "პირველს" თავად ზვიად ქორიძემ განუცხადა.
"სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებაა, პრეზიდენტს მსგავსი პიროვნება არ შეუწყალებია",- აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
სოსო თოფურიძის შეწყალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიამ გაავრცელა.
სოსო თოფურიძე საქართველოში პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, წამებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მასზე ინტერპოლით ძებნა 2012 წელს გამოცხადდა.
მასთან ერთად დამნაშავედ ცნეს კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია, პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი გერონტი ალანია და ოპერატიული თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი.
პროკურატურის მტკიცებით, 2005 წლის 5 იანვარს მათ პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიასთვის თითქოსდა უხეშად მიმართვის გამო.
მათზე ძებნა 2012 წელს გამოცხადდა. ოლეგ მელნიკოვი უკრაინაში დააკავეს. გერონტი ალანიაზე, დათა ახალაიაზე და სოსო თოფურიძეზე ძებნა ეტაპობრივად შეწყდა.
http://pia.ge/post/134299-sewyalebis-komis...rmacias-uaryofs
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...