კანონები გვაქვს უკუღმართი და იმიტომ, პარლამენტში კი არავინ არც ცდილობს მის გასწორებას.
ღამით, ეზოში ხმაური რო შეგაწუხებს და 112-ზე რო დააფიქსირო, მოვა პატრული, დამრღვევებს კი არ მოსთხოვს პასუხს, ჯერ შენ ჩამოგიყვანენ ეზოში, დაგაყუდებენ პატარა ბავშვივით და იმათ განუცხადებენ, აი ეს მოქალაქე შეწუხდა და მან დააფიქსირა საჩივარი, რომ თქვენ ხმაურობთ და ა.შ.
ესე გააკეთა ჩემმა მეზობლემა და მეორე დღეს, უფრო სწორად ღამით, მინები ჩაუმტვრიეს ქვებით.
ერთი სიტყვით თავბედს გაწყევლინებენ.
ამიტომაც არავინ არ რეკავს არსად.
ფანჯრებთან დისკოტეკას რო მოგიწყობენ ღამის 2 საათზე, რამდენჯერ ჩავსულვარ ეზოში და (ძირითადად თინეიჯერებთან) მქონია დაძაბული საუბარი, უმეტესობა ხისთავიანია და გონება ჩლუნგი, ჩანგალს რო იყრიან ყელში.
ნორმალურ ქვეყნებში, ნორმალურ სიტუაციაში, მოდის სამართლადმაცავი ადგილზე და პასუხს სთხოვენ დამრღვევბს, ისე, რომ მეორეჯერ მსგავსი საქციელის სურვილი არ გაუჩნდება.
ხოლო პიროვნების ვინაობა, ვინც დააფიქსირა ფაქტი, ინკოგნიტოდ რჩება და არავინ საქმეს არ ურჩევს მას.
თუ ცრუ ზარია, რათქმაუნდა ინიციატორს მოეკითხება პასუხი.
ასე უნდა იყოს ჩვენთანაც, მაგრამ ჩვენ პარლამენტარებს სად სცალიათ კანონმდებლობის გასასწორებალდ და დასახვეწად.
იმისა, არ იყოს, მკვლელობისათვის 5-7 წელს რო უსჯიან და 2-3 წელიწდში გარეთ რო უშვებენ სადისტებს და მანიაკებს, ბავშვების მწვალებლებს
This post has been edited by spider77 on 2 Jul 2020, 13:12