ხო აი 2012-ის მერე მთლად დედა უტირეს 112-ს.
ეხლა გამახსენდა სიტუაცია.
კოლმეურნეობის მხრიდან მივდივარ მანქანით ავლაბრის მიმართულებით, გადავდივარ ხიდზე და ამ დროს ქვეითი ხტება ხიდიდან, ეგრევე ვრეკავ 112-ში, ზედმეტი კითხვები, რომ არ დასვან და უცბად გამოუშვან მაშველები ვეუბნები, თბილისში ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა კაცი მტკვარშითქო, დროზე გამოუშვით სამაშველო სასწაფო და საპატრულოთქო. მეკითხებიან რომელი უბანიაო, ვიცი ეს ხიდი ეკუთვნის სამ უბანს ჩუღურეთს, ძველ თბილისს და მთაწმინდა კრწანისს, მაგრამ რომელი მხარე რომელს ეკუთვნის აბა მე რა ვიცი, ხოდა ვეუბნები ეგრე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამ სამიდან ერთ ერთი მოვიდეს უშველონ ამ კაცს და მერე გაარკვიონთქო, ნუ როგორც იქნა მოვიდა სამაშველო. ამოიყვანეს ეს კაცი და ამის ემრე წავიდა ტვინის ბურღვა.
1. გადახტა თუ გადააგდეს? გადახტა
2. დარწმუნებული ხარ? კი
3. სხვა მეტი არავინ იყო ამ დროს? ქვეითი არავინ
4. იქნებ გადავარდა? მოაჯირზე თავისით აძვრა, მოაჯირზე თავისით გადაძვრა მერე შეიძლება გადავარდა

5. მაჩვენებენ ხიდზე საზღვარს სად იყოფა უბნები და მეკითხებიან აი რომელნაწილში იდგაო? ვეუბნები დაახლოებით შუაში იყო რომ გადახტა და ეგრე არ ვიცითქო. სადაც გავაჩერე მანქანა აი იმის გასწვრივთქო.
6. რატომ გააჩერე მანქანა მანდამაინც მანდო? ვუპასუხე მანქანით დავნიშნე ის ადგილი სადაც გადახტა, რომ თუ გართულდებოდა ძებნა მონიშნული მაინც იქნებოდა გადახტომის ადგილი ხოდა ეხლა თქვენით გაარკვიეთ რომელი უბანიათქო.
7. თქვენი მანქანა ერთდროულად ორი უბნის ტერიტორიაზე დგასო ზედ შუაშიო და მაინც რომელს ეკუთვნისო? აი ეგ კაციც ეგრე იდგა ცალი ფეხი ავლაბარში ქონდა და მეორე ძველ თბილისშითქო ხოდა არკვიეთ რამდენიც გინდათქო.
მოკლედ ამის მერე ალბათ 10ჯერ მიმიყვანეს განყოფილებაში იქნებ როგორმე შემეცვალა პასუხი, რომ თავისით გადახტა და იქნებ გადავარდაო. კი გასაგებია არ უნდოდა მის პატრონს თვითმკვლელობის მცდელობად დაეფიქსირებინა, მაგრამ როგორი დასაჯერებელია ადამიანი ხიდზე მიდიოდა და ამხელა მოაჯირზე შემთხვევით ავარდა და გადავარდა. სანამ ყვირილი არ დამაწყებინეს პოლიციაში, რომ ცხოვრებაში აღარ დავრეკავ და დაჟე მეტიც თუ დავინახე გადარჩა ხელმეორედ გადავაგდებთქო არ მომეშვნენ.