ლიბერალი ბლოგერი, ლექსო ლეკიაშვილი: ირანელის მიერ ჩადენილი პედოფილიის გაპროტესტება რუსული პროპაგანდაა, 12-13 წლის გოგოებს ჩვენი მამა-პაპაც წარმატებით დღ...და
ლიბერალი ბლოგერი, ლექსო ლეკიაშვილი ბოლო დროს უცხოელების მიერ ჩადენილი პედოფილიის რამდენიმე ფაქტის და ქართველთა მარშის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ პედოფილიის ფაქტებით აღშფოთება რუსული პროპაგანდის ნაწილია:
"რუსული პროპაგანდის ცინიზმისა და თავხედობის მწვერვალი:
ადამიანები, რომლებიც არასრულწლოვანთა ქორწინების აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ, პედოფილიის ბრალდებით დაკავებული ირანელის გამო „ქართველთა მარშს“ მართავენ და უცხოელებისგან „გაწმენდას“ უპირებენ საქართველოს.
დაიცა - უცხოელი პედოფილი პედოფილია და შინაური - არა?
თუ მთავარი მზითევი და მღვდლისგან კურთხევაა და ამის მერე 12-13 წლის ბავშვთან სექსი მოსულა?
ააა, ნუ ვადარებ, იმიტომ, რომ იმ ირანელმა ბიჭები გააუპატიურა?
ჰო, ნუ, მაშინ კი ყოფილა ამბავი ასატეხი.
ბიჭების დაცვაა მთავარი, თორემ 12-13 წლის გოგოებს ჩვენი მამა-პაპაც წარმატებით დღნ...და და ვირივითაც ამუშავებდა „ქართულ ტრადიციულ ოჯახში“.
ოკ.
P. S. პედოფილია დედამიწაზე არსებულ დანაშაულთაგან ერთ-ერთი უმძიმესია.
მას ნამდვილად უნდა ებრძოლო და ნამდვილად უნდა დასაჯო.
მაგრამ ამისთვის არსებობს პოლიცია, რომელმაც უკვე შეასრულა თავისი საქმე და დამნაშავე დაპატიმრებულია.
ამიტომ ვიხდით ფულს გადასახადებში და ამისთვის გვჭირდება სახელმწიფო.
საქმე ისაა, ბატონო „პატრიოტებო“, რომ თქვენ მიზეზს ეძებთ, რათა ეს, ძლივს დაწყნარებული და დალაგებული ქვეყანა კიდევ ერთ, უმძიმეს და უსაშინლეს დაპირისპირებაში ჩაითრიოთ.
ასეთი დავალება გაქვთ და იმიტომ.
P. P. S. ირანელებისგან განწმენდას რომ მორჩებით, ეგერ, ნატახტართან, რუსები დაგვრჩა, 2008-ში ქალიან-კაციან-ბავშვიანად რომ დაგვადღნეს და დაგვადუღეს ქვეყანა თავზე, ეგენიც აალაგეთ, თავიანთ ეკლიან მავთულში გადაახვიეთ და მაგათიანად აუდეთ აქედან.
„მართლმადიდებლური იმპერიის“ წიაღშია თქვენი ადგილი, ლენინის მავზოლეუმის გვერდით, „ერთმორწმუნე ძმებთან“ ერთად, „ზნეობის“ სადარაჯოზე." - წერს ლექსო ლეკიაშვილი.
წყარო:
http://alt-info.com/ლიბერალ