პავლე მოციქული ეპისტოლეში წერს რომ ყველას სხვადასხვა ნიჭი გაქვთ ზოგს ისეთი , ზოგსაც ასეთიო...
ყველა მქადაგებელი ნუ იქნებაო
ყველა მხილებელი ნუ იქნებაო
ყველა ნუ იწინასწარმეტყველებსო
და ა.შ.
და ამათმა (ჯერ რა სასულიერი წოდება აქვთ , ვინ არიან საერთოდ) რატომ მოირგეს ყველაფერი ერთად?
ისეთ თემებზე ლაპარაკობენ ტელევიზორიდან ისე ადვილად , რომლებსაც უდიდესი წმინდა მამები არ ეხებიან
-------------------------------------
მეორე და მთავარი
გულდასაწყვეტია რომ ეკლესიის ზოგეირთი მსახური ანტიქრისტეს და სატანას უფრო ხშირად ახსენებს ვიდრე მაცხოვარს ქრისტე და სიყვარულის მაგივრად შიშს თესავს
ისედაც რამდენს ააქვს რამდენი სადარდებელი და ესენი კიდევ თავსატეხებს უმატებენ
არადა მაცხოვარი ამბობს ჩემთან მომავალს ვინც შეაფერხებს უჯობს ლოდი ჩამოკიდონო
რამდენს უნდა მივიდეს ეკლესიაში და აგერ ეს ამას იძახის , ის იმას იძახის , ის დასცინის ამათ , მეორე აგინებს და არ იტყვის ის ადამიანი , რომ რა მინდა მანდ ასეთი სიტუაცია თუ არისო ?
იესო ქრისტე არის სიყვარული და სიყვრული ............. რაც ყველაზე ძვრიფასია ადამიანისთვის (საკუთარი სიცოცხლე) ის დადო ჩვენთვის
უცოდველი და წმინდა მოკვდა ცოდვილებისთვის და უწმინდურებისთვის ....... ამაზე მეტი სიყვარული არ არსებობს
და მოკვდა თან როგორი დამცირებით....... სახეში აფურთხეს, ხორცები აგლიჯეს , გააკრეს ჯვარზე და დაამცირეს , ვიღაც კაცის მკვლელი და ქურდი ბარაბა ამჯობინეს , ბარაბას აპატიე ქრისტე ჯვარს აცვიო პილატეს უყვიროდნენ
რამდენს გადაურჩინა ან შვილი ან თავად გადაარჩინა , დაუგეს ბზები , ოსანაა ეძახეს და მერე ჯვარს აცვეს იგივე ხალხმა
პ.ს. მეც ეხლა ამას რომ ვწერ რაღაც ქადაგებასავით გამომდის და მეც ვიტყვი მაგის არ იყოს
ღმერთმა მაპატიოს თუ რამე არასწორედ დავწერე
---------------------------------------------------
ყველამ ჩვენი ცოდვები გავიხსენოთ არ ჯობია ?....