სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა
ააიპ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა 2010 წელს დაფუძნდა. ნანა დევდარიანთან
ერთად მისი დამფუძნებლები არიან რატი მაისურაძე, გიორგი ბაღათურია, მერაბ ლომსაძე
და მალხაზ გულაშვილი, გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” გამომცემელი.
ორგანიზაციის წესდების თანახმად, მისი მიზანია მართლმადიდებლურ ფასეულობებსა და
ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა, ქართული
თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-
განვითარება, საქართველოს სახელმწიფო წყობილების ფორმად მონარქიის განსაზღვრის
იდეის პოპულარიზაცია, საპატრიარქოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელება.
„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ სახელი 2010 წლის 7 მაისს გახდა ცნობილი,
როდესაც მისმა წევრებმა ერეკლე დეისაძის წიგნი “საიდუმლო სირობა” გააპროტესტეს,
ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ამ თემაზე გამართული ტოქშოუს დროს კი ფიზიკური
დაპირისპირებისას პოლიციამ მოძრაობის წევრები დააკავა, ჩხუბში მონაწილეობდა მალხაზ
გულაშვილიც, რომელიც ინცინდენტის შემდეგ ცხინვალის გავლით რუსეთში გადავიდა.
მალხაზ გულაშვილი მოგვიანებით "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და
საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო სამართალდამცავებმა 2011 წელს საქართველო-
აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს და ერთი წლის შემდეგ სასჯელაღსრულების
დაწესებულებიდან პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ტელეკომპანია„დრო“
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ნოემბერში მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანიის მფლობელი
გახდა. მან “ხარისხის არხის” სახელით მაუწყებელი კომპანიის 25% ავთანდილ
სოლოღაშვილისგან საჩუქრად მიიღო. „ხარისხის არხი“ 2012 წელს დაფუძნდა და მას
ტელეკომპანია “აფხაზეთის ხმის” ტექნიკური დირექტორი გია ასათიანი ხელმძღვანელობდა. მასვე
ეკუთვნის კომპანიის 26% წილი.
2014 წელს მას შემდეგ, რაც დამფუძნებლებში მალხაზ გულაშვილი შევიდა,
კომპანიას სახელი შეუცვალეს და ტელეკომპანიას “დრო” უწოდეს.
მალხაზ გულაშვილის მიმართვა, სადაც ის ახალ ტელეკომპანიასა და დაგეგმილ გადაცემებზე
საუბრობს, გამოაქვეყნა Geworld.ge-მ.
ამ მიმართვაში გულაშვილი აღნიშნავს - “იმ მოკლე
დროში, რაც ეთერში გავედით აქტიურად, ჩვენი პარტნიორები და სხვადასხვა ახალი
მალხაზ გულაშვილი, ვალერი ხაბურძანია გადაცემების სპონსორები ისეთი წარმატებული კომპანიები გახდნენ,
როგორებიც არიან: „ავერსი“, „ლიბერთი ბანკი“, „კავკასიის ბიზნეს ჯგუფი“, „სოკარი“, „გლობალTV“, PSP,
“Tegetamotors”-ი, სამშენებლო კომპანია „ტეტრისი“, კლინიკა „თალიზი“, „სალხინო“,
„შემდუღებელთა სკოლა“ და სხვა
მალხაზ გულაშვილის თქმით, ტელეკომპანია „დრო“ ორიენტირებულია ქართულ
მედიასივრცეში ამ დროისათვის როგორც აქტუალური, ისე ნაკლებად აქტუალური
პიროვნებების პიარზე და მიზნად ისახავს ახალი სახეების წარმოჩენას, რომლებმაც
საზოგადოებას თავი პრინციპული და შეუვალი პოზიციებით დაამახსოვრეს.
დღეს ტელეკომპანიის ეთერში რამდენიმე გადაცემა გადის, მათ შორის:
„ენა, მამული, სარწმუნოება“, რომლის წამყვანიც დავით გიორგობიანია, რომელიც ID
ბარათების წინააღმდეგ გამართული კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო, კერძოდ,
„ივერიონთან“ საუბრისას მან აღნიშნა „ვინც ID ბარათების აღებას არ შეეწინააღმდეგება, ის
ჩიპის ჩასმისას ხელში ვეღარ გაწევს დიდ წინააღმდეგობას. როცა უმრავლესობა დაიჩიპება,
მაშინ მოვა ანტიქრისტე და აღარ გაუჭირდება ღმერთის როლის თამაში.“
მალხაზ გულაშვილის მეუღლე ნანა გაგუა, საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ რედაქტორი
ირაკლი მანაგაძე და ალიას ყოფილი ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი უძღვებიან გადაცემას
„დროული დიალოგი“.
თავად მალხაზ გულაშვილს მიჰყავს გადაცემები - „პოლიტიკის დრო“ და „ბიზნესის დრო“
„სოლიდარობის დროს“ წამყვანი კი ტატო ლასხიშვილია, რომელიც პარალელურად რუსული
პროპაგანდისტული არხის “სპუტნიკის” ქართული ბიუროს ხელმძღვანელია.
ტელეკომპანია „დრო“ ვრცელდება როგორც საკაბელო ქსელით, ისე თანამგზავრით.
http://damoukidebloba.com/assets/up-modul/...0da%20NGO-1.pdf