ამბობთ, რომ ხალხი ზარალდებაო ბევრი და მაგიტომ უნდა აიკრძალოს ეს საქმიანობაო. იგივე ლოგიკით შეიძლება კაზინოები ავკრძალოთ, ასევე მიკროსაფინანსოები, რომლებიც სესხებს გასცემენ და აგერ რამდენი დაზარალდა. იციან რომ თუ ვერ გადაიხდიან დაერხევათ. ვიცით ფაქტები დიდი ფულის დაკარგვის,ბინის დაგირავების და მანქანის გაყიდვების ამ მიკროსაფინანსოების გამო.
ასევე კლასიკურ ბიზნესში, 20000$ შეიძლება ჩადო, იყიდო ფართი გააკეთო რესტორანი. მაგრამ ვერ იმუშაოს და ჩაკვდეს. დაკარგულია ეგ შენი 20000$
რა ვქნათ ავკრძალოთ რესტორნების გახსნა?

20000$ რა მოსატანია 1675$ თან?
იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ბიზნესში. ყველგან არსებობს პლიუსი და მინუსი.
ან რომ ამბობთ მხოლოდ ქვედა რგოლები ზარალდებაო, რომელი ქვედა რგოლები? სადაა ქვედა რგოლი? დღეს ქვედა რგოლი ვინც არის ისინი 2 თვეში შეიძლება ზედა რგოლი გახდნენ და მის ქვემოთ კიდევ ახალი ქვედა რგოლები და ა.შ
როცა არსებობს 10 წარმატებული ადამიანი რატომ არ შეიძლება მე-11-ც იგივე წარმატების იყოს?
გაივსება და გაიჭედებაო ამბობთ და რით ვეღარ გაიჭედა

4 წლის წინანდელი თემები ვნახე და იგივეს წერდნენ გაიჭედება გაიჭედებაო და ჰა ველოდოთ როდის გაიჭედება

ამ დროს ჩვენ ვმარჩიელობთ გაჭედვაზე და ამ 4 წლის მანძილზე ხალხმა საკმაოდ მსუყე ფული იშოვეს.
ახლაც იგივეს იმეორებთ გავა 4 წელი და იგივეს იტყვიან მერეც.
და მაინც როდის გაიჭედება? 5-10-15-20 წლის მერე?
20 წლის მერე რამდენი გახდა სრულწლოვანი და რამდენი ადამიანი დაიბადა და რამდენი ეძებს ალტერნატიულ სამსახურს. ეჭვიც არ მეპარება მერეც იგივეს იტყვიან

მე არცერთი კაცი არ მყავს დამატებული 1 წელი ეჭვებში ვარ და ჯერ თავს ვიკავებ. თვალი გადავავლე პირველ გვერდს და ვერ დამარწმუნა ვერაფერში. ვერც ბოლო პოსტებმა. უბრალოდ ვარაუდია რასაც წერთ, იგივეს წერდნენ 4 წლის წინათ თემებს რო გადაავლოთ თვალი.
და მაინც... როდის გაიჭედება?
P.S პირველ გვერდზე რომ წერია 64 თუ 32 თვეში პლანეტის მოსახლეობას გადააჭარბებსო გეომეტრიული პროგრესიით თუ წავიდა. კი ბატონო სწორია მეც გამოვითვალე და ზუსტად იგივე პასუხი მივიღე. მაგრამ ქსელი ეგრე იდეალურად არასდროს ვითარდება. ბუნებაში არ არსებობს იდეალურობა.
This post has been edited by AngelVsDemon on 31 Oct 2017, 19:49