სექსო მაგას ქოცხელისუფლებაც ვერ არკვევს და შენ რაფრა გაარკვევ გაერკვევი?
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დაინტერესდა, საქართველოს მიერ ჯერ კიდევ კონტროლირებადი რომელი ტერიტორიები შეიძლება აღმოჩნდეს ე.წ. ადმინისტრაციული „საზღვარის“ მიღმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოსი სეპარატისტული მთავრობის მიერ რომელი რუკის მიხედვით ხდება „მცოცავი ოკუპაცია“.
ამ ინფორმაციის მისაღებად, IDFI-იმ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს.
გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციამ წერილი გადაამისამართა კრიზისების მართვის საბჭოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში. თავის მხრივ კრიზისების მართვის საბჭომ ინფორმაციის გაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა, ამავე უწყებაში გადაამისამართა წერილი შსს-მ და იუსტიციის სამინისტრომაც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ იმ სოფლების ჩამონათვალი მოგვაწოდა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება კონტროლს ვერ ახორციელებს.
ეროვნული უშიშროების საბჭომ კი მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი მიუთითა, სადაც განსაზღვულია ოკუპირებული ტერიტორიები
ოკუპანტები და სეპარატისტები იყენებენ სხვადასხვა დროს გამოცემულ რამდენიმე რუქას ხაზებს ავლებენ ქოცხელისუფლების მდგრადობისდა მიხედვით....ანუ სადაც ნახავენ რომ ესენი არ გაატრაკებენ იქ მეტს გადმოსწევენ სადაც ნახავენ რო ქოცებს საზოგადოება მაგრად მიაწვება იქ ნაკლებს გადმოწევენ და ასე გაწი გამოწი საზღვარი ევლება :
რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები და სეპარატისტული რეჟიმები იყენებენ 1976_1986 წლებში გამოცემულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიულ რუკებს (მასშტაბი: 1 : 50 000 და 1 : 100 000). აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა და ოსური სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაატარეს წინამოსამზადებელი სამუშაო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრის განსაზღვრისა და შემდეგ მისი მოწყობის (ე.წ. დემარკაციის განხორციელების) მიზნით, კერძოდ:
- ერთის მხრივ, გამოყენებულ იქნა ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ სხვადასხვა პერიოდში გამოშვებული ტოპოგრაფიული რუკები, რომლებშიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები განსხვავებულად არის დატანილი. მაგალითად, რუსული მხარე გორის რაიონის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის განსაზღვრისათვის ხელმძღვანელობდა ყოფილი სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც ასახავს ადგილმდებარეობას 1984 წლის მდგომარეობით;
- მეორეს მხრივ, ოკუპაციის შემდეგ, კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაობის ეტაპობრივად შესრულების დროს, განაშენიანების გაუთვალისწინებლად და ასევე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის რთული მოხაზულობიდან გამომდინარე, საოკუპაციო ძალებისა და სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან წარმოებული ე.წ. დემარკაციის შედეგად ქართული მოსახლეობის ნაწილმა დაკარგა იმ ტერიტორიებით სარგებლობის უფლება, რომელიც მავთულხლართების გავლების შედეგად აღმოჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში.
საერთო ჯამში, 2008 წლის შემდგომ, საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 ცხინვალის რეგიონში და 16 კოდორის ხეობაში), თუმცა მცოცავი ოკუპაცია კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რუსეთის მხარდაჭერით, ოსი სეპარატისტები გააგრძელებენ ე.წ. სადემარკაციო საქმიანობას სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც ასახავს ადმინისტრაციულ საზღვარს 1984 წლის მდგომარეობით.