100 წლის წინ ასეთივე შარიკოვები ტურებივით კბენდნენ ილია ჭავჭავაძეს ლიბერალური შეხედულებების გამო.
დღეს უბრალოდ შარიკოვები მსოფლიო პროლეტარიატის ბედნიერებაზე ღწვას ვეღარ ქაჩავენ და ურაპატრიოტული
მცირე მასშატბებით იფარგლებიან.
სქემა მარტივია.
ეს ქვეყანა ღარიბია. აქვს ნავთობი ან გაზი საქართველოს? - არა. ნედლეულის ექსპორტით ვერ ირჩენს თავს.
ქართველ მდიდრებს სურთ დიდი ინვესტიციები ქვეყანაში? - არა. აგერ გვაქვს მაგალითი.
რას შეუძლია ამ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მოტანა? - უცხოურ ინვესტიციებს, ტურიზმს.
რა არის ამისთვის საჭირო? ღია ეკონომიკა, ხელისშწყობა, დაბალი გადასახადი, ნაკლები ბიუროკრატია, კეთილგანწყობა.
ამას ამბობს "ლიბერალი". არის ეს ლოგიკური ჭეშმარიტება? თავად განსაჯეთ.
გვინდა მუდამ სიღარიბეში ცხოვრება?
ლიბერალი არ ამბობს რომ თუ უცხოელმა კანონი დაარღვია (მაგალითად ბავშვების ტრეფიკინგით დაკავდა) იგი არ უნდა
დაისაჯოს.
ლიბერალი ამბობს რომ ნუ ჩავკეტავთ ქვეყანას, ნუ შევუქმნით ხელოვნურ ბარიერებს, ნუ ავიგდებთ აბუჩად ააეროპორტში,
ნუ გამოვიყენებთ შერჩევით სამართალს უცხოელის მიმართ, ნუ გადავაგდებთ და ავახევთ ბიზნესს, ქუჩაში თავს ნუ გავუხეთქავთ
ა.შ. და ა.შ.
ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს ცხადია არაფერში აწყობთ ამ ქვეყანამ რამე შემოსავალი ნახოს. მათი მიზანია ყველა
არხის ამოქოლვა, რითიც შეიძლება ქვეყანაში ფული შემოდიოდეს (შიგნით რომ არაა ეგ უკვე ვთქვით). ამიტომ ხელოვნურად
ხდება ქსენოფობიური ისტერიის გაღვივება. სხვადასხვა შეფერილობის ფაშისტური მიდრეკილებების ჯგუფების ხელშეწყობა
და მათი საქმიანობის "პატრიოტიზმად" გასაღება.
რას ამბობს ურაპატრიოტი? ურაპტრიოტი ამბობს რომ უცხოელი გადაგვაჯიშებს, გაგვაიეღოველებს, გაგვამაჰმადიანებს....
"მეობას" დაგვაკარგვინებს, ქართველ ბოზს მოდღნავს

(ქართველმა შეიძლება ფრანგი ბოზი რომ მოდღნას და ერაყელმა ქართველი
ბოზი - ერის ღირსების შეურაცხყოფაა და ათასი ამგვარი აფსურდული და ხშირად კომიკური თეზები.
ამას ახალისებს ხელისუფლება. მისი მიზანი ხომ სულაც არაა ქვეყნის წინსვლა. მაგრამ მეორეს მხრივ ამ პროცესებს აფერხებს
საზოგადოების პროგრესული ნაწილი, ქვეყნის დასავლური ინტეგრირება გარკვეულ დონეზე, ქვეყნის კულტურა და
სტუმართმოყვარეობის ტრადიცია, ასე თუ ისე არსებული კანონმდებლობა. მოკლედ სურვილი ველურ ერად არწარმოჩენისა.
ამიტომ რას აკეთებს ურაპატრიოტი?
ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში (არა აქვს მნიშვნელობა დადასტურებულია თუ არა) ანუ უცხოელის მიერ დანაშაულის
ჩადენისა, იწყებს ისტერიას, ლანძღავს ლიბერალური ხედვების ადამიანებს და გამოყავს ისე თითქოს ვინმე ექომაგებოდეს
დამნაშავეს. მოკლედ პრიმიტივებზე გათვლილი კონსტრუქცია.
არადა მოდი ვკითხოთ
რას გვთავაზობთ? არ შემოვუშვათ ქვეყანაში უცხოელი? თუ ამერიკელი შემოვუშვათ და ეგვიპტელი არა?
და რა ვუყოთ დისკრიმინაცია რომ გამოვა ეს და იმ ამერიკელსაც რომ აღარ მოუნდება ჩამოსვლა?
თუ საუდის არაბეთია საქართველო?
ამიტომ პატივცემულო ფსევდო და ურა პატრიოტებო, ათასგვარო შავრაზმელებო და ქსენოფობებო მოდით
ჯერ ნავთობი ან გაზი აღმოაჩინეთ, ან მოახერხეთ და ისე ქენით რომ მთელი მსოფლიო პიცის ნაცვლად
ხაჭაპურს ჭამდეს, ან რავი აბა რამე, მოკლედ დამოუკიდებელი სერიოზული შემოსავლის წყარო დადეთ
და მერე მოგვაქციეთ იზოლაციაში.
მოსულა?
This post has been edited by The Good on 5 Jul 2017, 11:19
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.