ბიჭო ბიჭო რეებს წერენ
სხვა ქვეყნების ჯარიდან ჩამოწერილი 5 წლის ხორცის მარაგები ყოფილა შაურმა
რომ არ გაქვთ ელემენტარული შეხება ისეთ რაღაცებზე რატომ დავობთ და პროფესორობთ ვერ გავიგე?
მაგ ე.წ გაყინულ ხორცს აწარმოებს უამრავი ქვეყანა. საქართველოში შემოდის როგორც მთლიანი ისე სხვადასხვა ნაწილები ღორის გაყინულ მდგომარეობაში იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შემოიტანენ.
წელს არის ძალიან დიდი დეფიციტი ღორის ხორცზე, მწარმოებლები ვეღარ ასწრებენ გამრავლებას დიდი მოთხოვნის გამო. შესაბამისად ფასებმაც აიწია და გაყინული ღორის საბითუმო ფასი 1კგ 7-8 ლარია
მაშინ როცა შარშან 4-5 ლარი იყო. წელს მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს.
უკრაინიდან შემოდიოდა ბოლო დროს გაყინული ხორცის დიდი ნაწილი, უკრაინამ ჩაანცავლა ბრაზილია და საკმაოდ წარმატებულადაც. თან უკრაინიდან ტრანსპორტირების დრო და ხარჯები ნაკლებია. შემოტანი ხორციც შესაბამისად უფრო ახალი თუმცა სერიოზული დეფიცია უკვე უკრაინის ბაზარზე.
ევროპული ქვეყნებიც აწარმოებენ, პოლონეთი,გერმანია და ასე შემდეგ მაგრამ ხარისხი არ უვარგათ. იმ კატეგორიის ღორს რომელიც აქ შემოდის ვერ ზრდიან ისე როგორც საჭიროა + მაღალი ფასი აქვთ. რა თქმა უნდა სხვა კატეგორიაც არსებობს რომელსაც ისეთI მაღალი ფასი აქვს რომ აქ თუ ჩამოიტან აქაური გაუყინავი ღორის ფასი ექნება (და ალბათ უკეთესიც იქნება აქაურ ხინკლის კუჭებზე გაზრდილ ღორებზე)
რაც შეეხება საშაურმეებს : ძირითადად მუშაობენ შეიკაზე (ღორის კისრის ნაჭერი ძვლის გარეშე) და ღორის ბარკალზე ესეც ძვლის გარეშე
ეს ყველაფერი შემოდის ჩვეულებრივად და ხელმისაწვდომია ყველასთვის, როგორც ქათმის ფილე იყიდება ისე იყიდება ღორიც (უფრო მაღალ ფასად ვიდრე ჩვეულებრივი ღორის ნაჭრები)
ბევრი მეშაურმე შემხვედრია რომელიც თვითონ ცდილობდა გაყინული ღორის ხორცის ყიდვას (იაფი ფასის გამო) და შემდეგ ამუშავებდნენ ძვალს აცლიდნენ და ასე შემდეგ
მაგრამ როგორც ჩანს საკმაოდ შრომატევადია + ძვალი, კანი და ასე შემდეგ ხარჯებში მიდის და 100-200 გრამის გამო არ უღირთ.
კიდევ შეიქმნა რაღაც პატარა ფირმებს ვერ დავარქმევ უფრო ცეხები

რომლებიც შაურმის ხორცებს ამუშავებენ, მანდ რას აკეთებენ ნამდვილად არ ვიცი მაგრამ როგორც აქ წერენ :
საქონლის ძველ ხორცს სარეცხის ჟელეს რომ უკეთებენ და შემწვარ ღორის მასას იღებენ ეგ არის ზღაპრები