ბატონო დეგა, ახლა ვუყურე კალაძის 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებს და სხვებთან ერთად მილიარდიანი ფონდის შექმნა დააანონსა არჩევნებში გამარჯვებისთანავე, რომლიდანაც თანხები საქართველოს განვითარებას მოხმარდებოდა და ყოველწლიურად შეივსებოდა. ხომ ვერ მეტყვით-დენის და საწვავის გაიაფებასა და სხვა, უამრავ დაპირებასთან ერთად ესეც სიაფანდობა და წინასაარჩევნო ტყუილი იყო, თუ მართლა შეიქმნა ეგ ფონდი, მილიარდები დაიხარჯა საქართველოს კეთილდღეობისთვის, საქართველოც წინ წავიდა და მე ვერ ვიგებ უბრალოდ ვერაფერს?