ისე წინა პოსტები რომ შევაჯამოთ და სია გავაკეთოთ რას ფიქრობთ ?
ჩემი 5 კაპიკი:
1.წუთობრივი პარკინგი როგორც მინიმუმ ცენტრში
2.ტროტუარების გაგანივრება და ქალაქში ქვეითისათვის პრიორიტეტის მიცემა და არა მანქანისათვის
3.ქალაქის ზონებად დაყობა, მანქანის სტანდარტების მიხედვით, ანუ ყველგან ყველას მანქანით არ უნდა შეეძლოს წასვლა (გამონაბოლქვის და მანქანის სიდიდის მიხედვით + შესაბამისი გადასახადი თუ ადგიობრივი არ ხარ)
4.ყველაზე ჩემი საყვარელი პუნქტი: მეტი და მეტი საფეხმავლო გზები:
აღმაშენებელი მთლიანად საფეხმავლო

(ყველგან კაფეები და გასართობი ადგილი და მეტი სიწყნარე და სუფთა ჰაერია+შეიძლება გზის შუაში ხეები დაირგო, ან ტრამვაი)
კოტე აბხაზაი ანუ ლესელიძე- საფეხმავო
რუსთაველი როგორც მინიმუმ ნაწილობრივ საფეხმავლო, ან დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსი და სამომავლოდ ტრამვაი/ტროლეიბუსი
ავლაბარშიც აუცილებელია გაკეთდეს საფეხმავლო გზები
და სხვე ბევრი...
5. პარკინგს ვერ მოაგვარებ მხოლოდ ჯარიმებით და პატრულით უნდა მიხვდეთ რო ყველგან სადაც არ უნდა გაჩერდეს მანქანა უნდა დაყენდეს ე.წ სტოლბიკები!!
6.მეტი გამწვანება ნამდვილი გამწვანება და არა ჯოხების და მხოლოდ ნაძვების ნერგები + ბერი ჭადარი და არ ააქვს მნიშვნელობა ალერგიულობას.
7. ნებისმიერ ქალაქს უნდა ქონდეს დიზაინ/არქტიეკტორ კოდი ნებისმერი ნაგეგობა შენობა უნდა ჯდებოდეს შესაბამისი კოდში (კანონში)
8.ბაზრობების მოწყობა დალაგება (არ უნდა კოლოსალური თანხა)
9.ავტობუსების და მარშრუტკების სადგურების დალაგება გაადამიანურება
10. რკინიგზის სადგურის მიხედვა!
ნუ კიდე ბევრი რამ მაგრამ მთავარი:
21 საუკუნეა, ნებისმიერი ქალაქის მისწრაფება უნდა იყოს მინიმუმ მანქანა მაგიტომ მიზანი უნდა იყო რო მანქანების რაოდენობა იყოს ნაკლები ვიდრე ველოსიპედი/საზოგადოებრივი ტრანსპორტ და სამომვალოდ car free უმანქანო ქალაქისაკენ მისწრაფვა...
ნელ ნელა ნაბიჯებით, წყნარი სუფთა ჰაერით ქალაქი სადა ფეხით სიარული/გასეირნება გიხარია
This post has been edited by Soft_Eject on 2 Aug 2017, 17:40
Please Just Carry On...