Accident
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 33131
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12
|
#51082846 · 4 Aug 2017, 02:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gramatikikina
| QUOTE | | ჩასასვლელი რომ იქნება, მაინც ხომ ფეხით ექნებათ გასავლელი ეგ ნაწილი მეტრომდე და ეგ აღარ დაეზარებათ? |
ვიღაცას მაინც დაეზარება, თუმცა ხელმისაწვდომობას მკვეთრად გაზრდის. ანუ, გაცილებით მეტი ადამიანი გადაწყვეტს მისით სარგებლობას, ვიდრე დღეს.
| QUOTE | ეგ ქუჩა მანქანებით გადატვირთულია იმის გამო, რომ ეგ არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ქუჩა და მანდ დადიან მსუბუქი მანქანები პლუს მარშუტკები და ორი ცალი ავტობუსი. და არა იმიტომ, რომ უზნაძის მაცხოვრებლებს 200 მეტრის ფეხით გავლა ეზარებათ რა კომპეტენციაზე გაქვს ლაპარაკი ამის დაწერის შემდეგ? |
რისი დაწერის შემდეგ? ანუ შენი მოსაზრება, რომ გადაჭედილი იმიტომაა, რადგან სანაპიროებს აკავშირებს, რამენაირად უარყოფს ჩემს მოსაზრებას, რომ გადაჭედილი იმიტომაა, რადგან ტევადი საზ. ტრანსპორტი ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ადგილობრივებისთვის?
ცენტრალურ გზებზე და კვანძებზე, დატვირთულობას იწვევს როგორც სხვა უბნებიდან გამავალი მოძრაობა, ასევე ადგილობრივიც. მაგ ერთი კედლის გათხრა, კი ერთი მხრივ შეამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას მანქანებზე, მეორე მხრივ კი უფრო მეტ ადგილობრივს მისცემს შესაძლებლობას, თავი დააღწიოს, თუნდაც იმ სანაპიროებზე მოძრავი "სხვა" მანქანების მიერ გამოწვეულ საცობს, რომლებიც ამათაც ურთულებენ გადაადგილებას.
| QUOTE | სისულელეებს და იდიოტობებს ეძახი ჩემს ნაწერს მთელი ეს დრო. უზრდელი ხარ. მაგრამ ყველაზე ცუდი მატყუარობა და უსინდისობაა |
თუ შეურაცხყოფად მიიჩნევ, "უაზრობის" და "სისულელეების" ნაცვლად, შეგიძლია მისი უცხოური ანალოგი - "აბსურდი" ჩასვა, მაგ წინადადებებში. ბრაზილიური სერიალების თარგმანში იყო ხოლმე - "ეს სრული აბსურდია, ხორხე"
"აბსურდი" მგონი "სისულელისგან" განსხვავებით, არ აქცენტირებს ავტორის შესაძლებლობებზე. ჩემი აზრით, არც ქართული ვარიანტები გულისხმობს მსგავსს რამეს, მაგრამ რატომღაც ბევრი მიიჩნევს ასე.
იმის თქმა მინდა, რომ "სისულელეს" ვუწოდებ მაგ ნაწერს, რადგან ალოგიკური და არაკომპეტენტური დასკვნებია (რის ახსნასაც შემდეგ ვაყოლებ ხოლმე) და არა იმიტომ, რომ მის ავტორს მივიჩნევ სულელად და ამის გამოხატვას ვცდილობ. პოლემიკას, საერთოდ, არც ვმართავ ხოლმე იმათთან, ვის საზრიანობაშიც ეჭვი მეპარება.
ამ გაუგებრობის გამო, ქვემოთ შურისძიების მცდელობებს, შეურაცხყოფისა და ირონიის სახით, კომენტარს აღარ გავუკეთებ, თუმცა ეგეთები ისედაც არ მოქმედებს ხოლმე, ჩემზე.
| QUOTE | ვერადან თავისუფლების გავლით ლესელიძეზე უნდა ტრამვაის გაყვანა და მარჯანიშვილზე მეორე მეტროს ამოყვანა გარეუბნებზე რომ ვუთხარი, მეტრო საჭიროა მეთქი, ამან დამიიგნორა, ის მეორე გაგიჟდა, როგორ გვკადრებო |
მეწერა მგონი, ცენტრში გაცილებით დიდი მოძრაობაა-მეთქი, მაგრამ იმდენს მივწერე ამაზე, აღარ მახსოვს, კონკრეტულად ვის რა მივწერე.
კიდევ დავწერ დაწვრილებით, რომ ტრანსპორტი, რასაკვირველია ყველგანაა საჭირო, მაგრამ გააჩნია პრიორიტეტულობას, ხომ?! ცენტრალურ მაგისტრალებზე - იმის გამო რომ უაზროდ გვაქვს განვითარებული ქალაქი - მდებარეობს, სასწავლებლების, ოფისების, საქმიანი, სავაჭრო და ტურისტული ზონების უმეტესობა.
ამიტომ, მაგალითად საბურთალოზე, ვაკეში, ვერაზე, რუსთაველსა და თუნდაც მარჯანიშვილზე, გადაადგილდება არა მხოლოდ ადგილობრივი უბნის მოსახლეობა, არამედ გლდანელებიც, თემქელებიც, ვარკეთილელებიც, ვაზისუბნელებიც, დიღმელებიც და ა.შ.
მაშინ როცა უშუალოდ დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილსა და მსგავს უბნებში, მოძრაობის ძირითადი ნაწილი შედგება, თავად ამ უბნებში მცხოვრებებისგან. აქედან გამომდინარე, ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის დატვირთულობა, რამდენჯერმე აღემატება პერიფერიული უბნების მთავარ ქუჩებზე მოძრაობას.
თუმცა, ეს ქუჩები, გამტარუნარიანობით თითქმის არ განსხვავდება - რამხელაც ვაკეშია ცენტრალური ქუჩა, იმ ზომისაა სანზონაშიც - მაგრამ აქ გადაადგილდება ხუთჯერ მეტი მანქანა საათში, ვიდრე იქ.
შესაბამისად, ქალაქი რომ არ დაიტვირთოს, პირველ რიგში მოძრაობა უნდა გამონთავისუფლდეს იქ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემაა - ასეთია ცენტრალური უბნების მაგისტრალები.
ამის შემდეგ კი უნდა მოხდეს ყველა უბნის სრულად ათვისება - თუ მოვიქცევით პირიქით, ჯერ უბნებიდან გავზრდით მოძრაობას და იქაურ ხალხს სრულად მოვმართავთ ცენტრისკენ, რომელიც ისედაც გადაჭედილია - მივიღებთ იმას, რასაც უკვე უამრავ თემაში ატრიალებ, როგორც ჩემ მიერ ნათქვამ უაზრობას (მაგრამ, რეალურად შენ მიერ არასწორად გაგებულს) - კოლაფსს.
| QUOTE | | მარშუტკების ავტობუსებით ჩანაცვლება კოლაფსს გამოიწვევსო |
კოლაფსი არის უკონტროლო სიტუაცია, როცა მისი გამოსწორება არის თითქმის შეუძლებელი.
ტრამვაის მშენებლობა და მეტროს ამოსასვლელის გაკეთება (ეს მეორე, რატომ კეტავს გზას არ ვიცი, მაგრამ იყოს) არის დროებითი მოვლენა, რომლის მიზანიც, მგზავრთა გადაყვანის გამარტივებაა. თბილისის ცენტრალურ ქუჩებს, უარესისთვისაც გაუძლია, მაგალითად პლეხანოვის რეაბილიტაცია, თუნდაც მარჯანიშვილის, პუშკინის გაცალმხრივება და ა.შ. ტრამვაის გაყვანას და მეტროს თითქმის დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას კი - რომლის მიზანიც, ზემოთჩამოთვლილისგან განსხვავებით, მოძრაობის განტვირთვა და მგზავრთგამტარუნარიანობის გაზრდაა, რა კოლაფსს გამოიწვევს? მაქსიმუმ დროებითი შეფერხება შეიქმნას.
რაც შეეხება მარშრუტკებს, ყველა თემაში რომ ახსენებ - მე გითხარი მარტივი რამ - რადგან მაინც გაუგებარი დარჩა, მათემატიკურად ავხსნი.
თუ ქალაქში დღეს მოძრაობს X ავტობუსი და Y მარშრუტკა. ტევადი ტრანსპორტის, ანუ ტრამვაის ხაზის დამატების შემთხვევაში, საჭირო იქნება დაახლოებით 1.5X ავტობუსი (არსებულის განახლება) და 0 მარშრუტკა. ანუ, ამის შედეგად, ავტობუსების გარკვეული, შედარებით მცირე ნამატი იქნება საჭირო და მარშრუტკების საჭიროება ავტომატურად მოიხსნება.
ხოლო, თუ შენ აზრს გავყვებით, ანუ პირდაპირ მოვაშორებთ მარშრუტკებს, ისე რომ ტევად ტრანსპორტს არ შემოვიყვანთ, დაგვჭირდება 4X ავტობუსი. ე.ი. ახლის ჩანაცვლებასთან ერთად, მოგვიწევს ავტობუსების არსებული რაოდენობის გასამმაგება/გაოთხმაგება.
შეგახსენებ, რომ მერია, 2013 წლიდან ცდილობდა 143 ავტობუსის შემოყვანას, რისი ღირებულებაც, ვალად ავიღეთ 30 თუ 35 მილიონი. შენ წარმოგიდგენია, დროში როგორ გაიწელება ათას რაღაც ავტობუსის შემოყვანა?! ან შევძლებთ კი საბოლოოდ? ან ამასობაში, ძველები იმუშავებენ? ან ზემოთ ნახსენებ ცენტრალურ მაგისტრალებზე, სადაც მთელი უბნებიდან მოძრაობს ხალხი, მოხერხდება ამდენი ავტობუსის ხაზის განთავსება? ეყოფა ავტობუსებს ფართობი, ხალხის სრულად დასაკმაყოფილებლად, ანუ საათში ასი ათასობით ადამიანის გადაყვანას?
ავტობუსებს, რომ გრძელვადიან პერიოდში მეტი დანახარჯები აქვს, ნაკლები ექსპლუატაციის ვადა და თითოეული მგზავრის გადაყვანის ღირებულებაც ძვირია, ვიდრე მაღალი მგზავრთბრუნვის ტრანსპორტის შემთხვევაში, ეს ფაქტია და მგონი საკამათო არაფერია, ხოდა რატომ უნდა მოვიქცეთ ასე არანორმალურად და რატომ უნდა გადავყაროთ ფული, დიდი დანახარჯების მქონე სატრანსპორტო საშუალების, ზედმეტი რაოდენობით შესყიდვაში?
მაშინ როცა შეიძლება გავაკეთოთ ტრამვაი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალებზე მკვეთრად შეამცირებს ავტობუსის საჭიროებას, ავტობუსები კი თავისმხრივ სრულად გაანულებენ დანარჩენ უბნებში სამარშრუტო ტაქსებზე მოთხოვნას. ასევე წინასწარვე ვიცით, რომ მხოლოდ ორი ზოლი სჭირდება ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე ზუსტად ვიცით რა ფართობსაც დაიკავებს და ისიც სუტად ვიცით, რომ ეგ ფართობი, ასი ათას ადამიანის გადასაყვანად, საკმარისი იქნება, მაგ სატრანსპორტო საშუალებისთვის.
აღარც ზედმეტად გაზრდილი რაოდენობის ავტობუსების მოძიება დაგვჭირდება და გრძელვადიანი დანახარჯებიც, გარანტირებულად მცირე იქნება, რადგან ესეც უბრალოდ ფაქტია, რომ მასეთ სარკინიგზო სისტემას, გაცილებით დიდი ექსპლუატაციის ვადა აქვს, გაცილებით ნაკლების ენერგია და მომსახურება სჭირდება მთელი დროის განმავლობაში და თითოეული მგზავრის გადაყვანის თვითღირებულებაც გაცილებით დაბალია, ვიდრე ავტობუსების შემთხვევაში.
ასე რომ, კოლაფსს გამოიწვევს, არა ლიანდაგის დაგება, რომელიც მოკლევადიანი შეზღუდვაა და შედეგიც გარანტირებული აქვს, რომ მოძრაობას განტვირთავს, არამედ დროში ძალიან დიდი რაოდენობის ავტობუსების სრულად შემოყვანის და მისი ცენტრალურ მაგისტრალზე განთავსების სირთულე და დიდი ალბათობით, მისი შეუძლებლობა, რომლის შედეგიც, მეტად ბუნდოვანია.
| QUOTE | | ფეხითმოსიარულეებს დაეზარებათო |
ამაზეც ტყუილად ხალისობ - ის, რომ ხელმისაწვდომობის გაზრდა/შემცირება, ფეხითმოსიარულეების გადაწყვეტილებაზე მკვეთრად აისახება, ძალიან ცნობილი ფაქტია და ისედაც ლოგიკურია, სულ რომ არ იყოს შესწავლილი.
მანქანებს თავისუფლად შეგიძლია მოსატრიალებელი გზა გაუგრძელო, გვირაბებში გაუშვა, ესტაკადებზე გაიყვანო და ა.შ. რადგან, მათთვის ეს ასეულობით მეტრი პრობლემა არაა, მოთხოვნას ავტომობილზე, ეგ ვერ ამცირებს. მაგრამ, თუ ქვეითს გაუგრძელებ ასი მეტრით გზას, ის მაშინვე ალტერნატივებზე დაიწყებს ფიქრს.
ამიტომაცაა, რომ ნორმალურ ქვეყნებში, მანქანების რაოდენობის შემცირებას, სწორედ ზებრებით, შუქნიშნებით, საფეხმავლო ქუჩებით და მსგავსი ხერხებით ცდილობენ. იქ არავის მოუვა თავში, კომუნისტებისგან განსხვავებით, რომ ხალხი მიწისქვეშა გადასასვლელებში შერეკოს, ან კიდევ საქალაქთაშორისო ტრასებისთვის დამახასიათებელი ხიდები დაუდგას ცენტრალურ უბნებში, ორ სართულზე ასვლის ტოლფასი რომ არის.
პირიქით, მაგალითად საფრანგეთშია კანონი, რომ თუ ადამიანი 100 მეტრში შუქნიშანს ან ზებრას ვერ ხედავს, უფლება აქვს პირდაპირ, ოღონდ დემონსტრაციულად, გადაჭრას გზა და მძღოლიც ვალდებულია, თუ ამ განზრახვას შეამჩნევს ქვეითს, მაშინვე გზა დაუთმოს, თორემ ჯარიმას აარტყამენ.
ამაზე ღადაობაც არის საკითხში გაუთვითცნობიერებლობის კიდევ ერთი გამოხატულება. დიახ, ფეხითმოსიარულეებისთვის ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდა არის სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა, მეტრის სიზუსტით და ეს ყველაფერი, საკმაოდ დიდ შედეგს იძლევა სარგებლიანობის ზრდასა ზარალის შემცირებაში.
polaris
| QUOTE | | ალეკომ გისმენთო და კაი გაძლება კი უნდა ჩვენს მოსმენას, ვაღიაროთ |
იმედია ამ ყველაფერს არ კითხულობს.
| QUOTE | | მაგრამ ძალიან მაგარია - ეს არის ზუსტად ის საკითხები, რაზეც უნდა მიდიოდეს გაცხარებული დისკუსია |
და სხვათაშორის შედეგიც აქვს, გვერდით ტრამვაის პოლში, ამ განყოფილებაში და თანაც ამ საკითხზე რომ ხმების ასეთი გადანაწილებაა ე.ი. მართალი ყოფილა ის აგიტატორი ქალი, ჩიჩინი ჭრისო რო ამბობდა. თუმცა, იმედია გააზრებულად აქვთ დაფიქსირებული.
This post has been edited by Accident on 4 Aug 2017, 03:34
|