რამოდენიმე კითხვას მეც დავუსმევ პატივცემულ იუნკერს !!
აი თითქმის 10 წელია ნებით თუ უნებლიეთ მაქვს წარმოდგენა შენს მსოფლმხედველობაზე (ნუ ძირითადი არსი ჩემთვის გასაგებია)
ეს ძირითადად ეხება თბილისის განყოფილებას ამ ფორუმისა სადაც არაერთ საჭირბოროტო თემებზე შენი რეაქცია მართებული და უკომპრომისოც კი იყო..
იგივე იმელი ,, გუდიაშვილის მოედანი,,,, მირზაშაფი თუ სხვა მრავალი ,,,
მინახავს შენი სატელევიზიო თუ ინტერნეტ ჩანახატები ძველი თბილისის ცხოვრებაზე... ვიცი რომ გიყვარს ეს ქალაქი და ბევრი სასარგებლოც გაგიკეთებია ტფილისის ამქართან ერთად ....
რაც შეეხება კითხვებს ვეცდები ვიყო კორექტული ,სამართლიანი და კრიტიკული )))
მაშ ასე აცნობიერებ თუ არა რომ შენდამი დიდი მხარდაჭერის შემთხვევაში შენ უპირისპირდები მოქმედი ხელისუფლების ვარსკვლავთბიჭუნას
რომელზეც უფრო შორსმიმავალი გეგმებია დასახული.... და მასთან შემავალ ათეულობით კლანს რომლებზედაც თბილისის მოსახლეობას წარმოდგენაც არ ააქვს .. შენს წინაამღდეგ ამოქმედდება ქართულ სინამდვილეში არნახული ფულადი თუ ადამიანური რესურსები ,,, შავი პიარი ,,, ენდობი თუ არა იმ ხალხს ვინც გვერდში გიდგას???? მოკლედ შანსი მიზერულია(((?
ეხლა რაც შეეხება შენს პროგრამას ,მომიტევე და ახალი ვერაფერი ვერ დავინახე???
ისევ ძველი გზა გაქვს არჩეული კვლავ გუდიაშვილია შენი პრიორიტეტი ,,და ძველი თბილისი რომლის დევნამაც შეიწირა ახალი თბილისი , ის რომელზედაც ყველას ხელი აქვს ჩაქნეული , მიკრორაიონები თუ მასივები კვლავ თავის უფერულ ცხოვრებას გაივლიან შენით თუ უშენოდ ...
ან რას ნიშნავს მახინჯი კორპუსებიო სადღაც ახსენე ???? ლამაზად რომელი მიგაჩნია??? რატო უნდა ვიყო დარწმუნებული შენი ურბანისტების უზადო გემოვნებაში???? რომელიმე რენდერი მაინც გეჩვენებინა პრეზენტაციაზე...
ჩემი რჩევაა ეწვიე გლდანს და ვარკეთილს შესთავაზე რამე ახალი ნოვატორული , სკვერი და ორი საქანელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს ..
უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი..
ხალხმა უნდა გაგიცნოს რეალურად და არა ასე თორემ დარჩები ფორუმის პატიოსან წევრად და ძველი თბილისის მეასაიდუმლედ...
შენი გამარჯვების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ ძველ თბილისს ნიავიც არ მიეკარება მაგრამ არ ჩანს თუ რას უპირებ ახალს???
ან მე ვერ დავინახე ,,,
გისურვებ გამარჯვებას ალეკო
სულ გამო###ვდით......