ეს პროექტი არის ერთ დროს ჩემი დაწყებული კიდევ რამოდენიმე ადამიანთან ერთად.
მე გახდლით პირველი 2010 წელს, რომელიც ჩავიდა აფრიკაში და შეხვდა ბურ ფერმერთა კავშირს და დავიწყეთ ამაზე მუშაობა.
სულ 5-ჯერ ვარ ნამყოფი ამ პროექტის ფარგლებში სამხრეთ აფრიკაში. ერთი ვიზიტი მთლიანად დაგვიფინანსეს ბურებმა და მანქანით გადავჭერით სამხრეთ აფრიკა, გზა და გზა სტუმრად მიგვიღეს ფერმერებმა და მეტ-ნაკლებად დავინახეთ თუ რას საქმიანობენ და რა პოტენციალზეა საუბარი.
პოპულიზმის გარეშე გეტყვით რომ სამხრეთ აფრიკიდან სულ ცოტა 1 მილიარდი დოლარის პოტენციალია, მით უმეტეს ამ კრიმინალის გაძლიერების პირობებში. და ახალი კანონის პირობებში, რომლის მიხედვით ფერმერს მიწებს ჩამოართმევენ.
მკიდია ყველანაირი პოლიტიკა და მაქაური სიტუაცია და პოლიტიკური ქულები, გეუბნებით ალალად
თუ ქვეყნისთვის კარგი გინდათ ეს პროექტი რამენაირად გააგრძელეთ. ეს ინვესტიცია ბიტკოინი და ონლაინ სესხი არ არის, ეს არის ტექნოლოგიური პროგრესი, ეს არის ხალხი რომელიც თავის მომავალს ჭედავს. ამ ხალხს აქვს უკვე გასაღების ბაზრები ნაშოვნი და დაკონტრაქტებული.
ეს არის ბრილიანტი იდეა.
ეს იდეა ჩვენს შემდგომ წამოიწყო ხორვატიამ და ბელარუსმა, თუმცა მერე არ ვიცი რა გაგრძელება მოყვა.
თუ გინდათ კარგი ქვეყნისთვის მიპრესეთ ხელისუფლება რომ თუ ხელს არ შეუწყობს არ შეუშალოს მაინც.
მე ბურების 30-მდე ოჯახი ვიცი რომლებიც ან ჩამოვიდნენ ან პერიოდული კონტაქტი აქვთ ან ქართველი ქალები მოიყვანეს ცოლად ან პირიქით ქართველმა კაცებმა ბური ქალები. ასე რომ ხალხის დონეზე არის მიმოსვლა.
ამ საქმეს ქონდა გამართული პროექტის სახე. საქართველოს მთავრობამ გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ აფრიკულ საკონსულტაციო კომპანიასთან (რომლის მფლობელი თავად არის მულტიმილიონერი სამხრეთ აფრიკაში მოძებნეთ გუგლში Aldum Family)
http://www.kwpcreate.com/post/115/house-maritz-aldum/ამის შემდეგ საკონსულტაციო ჯგუფს შემოყავდა სამხრეთ აფრიკელები რომლებიც საქართველოში უძრავი ქონების შეძენის ან ანგარიშზე 50 000 დადების შემთხვევაში და გაჩერების რაღაც ვადით იღებდნენ მუდმივ ბინადრობის მოწმობებს, მოქალაქეობა კი უფრო სერიოზულ ინვესტიციებს უკავშირდებოდა და ინდივიდუალურად განიხილებოდა.
ამას ქონდა ჩვეულებრივი ყოველდღიური პროექტის სახე და არავითარი რაღაც გაუგებარი არაორგანიზებული როგორც ზოგჯერ ვრცელდება.
მთავრობის შეცვლის შემდგომ დებილმა ქოცებმა ამ კომპანიას დაუძახეს და პირდაპირ უთხრეს გააჟვითო. ქართველი ხალხის დაკვეთაა რომ არ უნდა ამ ხალხის მიღებაო. აი ასე განუცხადა იმ ნაბიჭვარმა რომლის სახელიც დამავიწყდა იმდენად უმნიშვნელო პატარა კაცი იყო მთელი კარიერის განმავლობაში.
მოკლედ თუ ვინმეს გაქვთ პროტესტის გრძნობა და ხვდებით რომ რამხელა პოტენციალი დაიკარგა და შესაძლოა სამუდამოდაც აგერ მოგიყევით როგორც იყო.
This post has been edited by ინვ.ბანკერ on 7 Mar 2018, 09:52