> პეტიციარატომ არ ვაყენებთ მესაზღვრეებს "მცოცავ" საზღვართან? ეს შეკითხვა იმდენად მარტივია რო ალბათ რაიმე ძალიან მარტივი პასუხი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეტყობა ძაან გაუთვითცნობიერებელი ვარ ასეთ საკითხებში და იქნებ განმანათლოთ...
რომ "მოცოცავს" და "მოცოცავს" ეს ჩვენი საზღვარი, მესაზღვრე რატომ არ დგას იქ? მესაზღვრე თავისი დეფინიციით საზღვრის დამცველს არ ნიშნავს? გასაგებია რომ ამ "საზღვარს" ჩვენ "არ ვაღიარებთ", მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს! დე იურე შეიძლება სხვაგანაა ჩვენი საზღვარი, მაგრამ დე ფაქტო ხომ ნამდვილად იქ გადის დღეს საზღვარი, იმის იქეთ ქართველი ვერ მიდის. თან ვიცით პრაქტიკულად გარანტირებულად რომ ის საზღვარი ხვალ იქ აღარ იქნება და აქეთ "გადმოცოცდება".
გასაგებია რომ არ შეგვიძლია ვებრძოლოთ იარაღით რუსებს და ძალადობას ძალადობით ვუპასუხოთ... მაგრამ მესაზღვრე რომ დავაყენოთ იქ, არ შეიძლება?
რა მოხდება თუ მთელს პერიმეტრზე ხალხს დავაყენებთ? მე არ ვამბობ ამ ხალხმა პირველივე პროვოკაციაზე ცეცხლი გახსნან. ნუ იდეაში ასეც უნდა მოიქცნენ თუ შეეხებიან მარა მოდი "მოვისაწყლოთ" თავი: საერთოდ არ მივცეთ ტყვიები და ისე დავაყენოთ ხალხი იქ. ჩავიყვანოთ თან "საერთაშორისო მისიები" და ვანახოთ რომ საომრად კი არა, უბრალოდ "დასადგომად" ჩაგვყავს ხალხი. არ შეიძლება? ჯერ ხომ ჩვენია, მათივე აბრის მიხედვით, "ზაბორს აქეთ", ხოდა მანდ დავდგეთ. ყოველ 10 მეტრში, ან პატრულირებადი მანქანები იყოს (არ ვიცი რელიეფი როგორია).
რას იზამს ამ დროს ოკუპანტი? ფაქტია რომ "ცოცვას" ვერ გააგრძელებს, ხომ ასეა? მოუწევთ ფიზიკურად შეეხონ იქ მდგომ ადამიანებს, რაც უკვე სამხედრო ინტერვენციაა და არ იზამენ 90%. და თუ იზამენ ეს იქნება არა "მცოცავი" ოკუპაცია, არამედ სამხედრო ოკუპაცია, და გვეცოდინება ჩვენც და პირველ რიგში - დასავლეთს რომ ვიღაცა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - გვიპყრობს!
ვინმემ შეიძლება თქვას რომ საზღვარი დიდია და ხალხი არ გვეყოფა ან რამე. სულ რომ სავალდებულო ჯარში გაწვეული სასტავი დადგნენ, რა მოხდება? ციხეების ვიშკებთან დგომას არ ჯობია?
მოხალისეები რომ წავიდნენ არ შეიძლება? მე წავიდოდი და წელიწადში რამდენიმე დღე დავდგებოდი, პროსტა, მოხალისედ! რა დაშავდება??
კიდევ ერთხელ ვამბობ: შეიძლება ამ პროცესის ორგანიზება ისე, რომ პროვოკაციის შანსი დავიდეს ნულამდე! იარაღის გარეშე შეიძლება ხალხის დაყენება, რომელთაც ნამდვილად ვერ "ეჯაჯგურებიან", ასე არ არის? ათი კაცი თუ დადგება შეიძლება სულ დაიჭირონ და გადასხან თავიანთ ციხეებში, მაგრამ 2000 კაცი თუ დადგება ყოველ 10 მეტრის დისტანციაზე, მათ შორის უეთოს, გაეროს და ათასი "დამკვირვებლის" "ჯიხურები" ჩაიდგმება, ეს ახვრები ხო ვეღარ "გადმოცოცდებიან" მერე??? ეხლა ღამით "მოცოცავენ" და დაჩაჩანაკებული, მოხუცი გლეხის მეტი არავინ ხვდებათ გზაზე. ასეთ შემთხვევაში რუსისნაირი ნაბოზარი კიარა რაგინდ "ბულკი" მეზობელი "გადმოიჩოჩებს", პერიოდულად და ნელნელა.
ხმას თუ მისცემთ პოლში, მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ ეს პეტიცია