* * * * * *
* * * * * *
ეხლა. . . .
ძალიან განათლებულების, ძალიან მშრომელების, ძალიან "კეთილშობილი" ქალაქელი სტუმრების წასაკითხ-გასაგებად. . . .
არ მიყვარს ხოლმე იმაზე ლაპარაკი, რაზე ლაპარაკიც წესი არ არის. . . .
ძალიან არ მიყვარს.
მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არ დამიტოვეთ.
ბაზარი არ არის, დავმთვრალვარ კიდეც, გაბმულებიც მქონია, მიჩხუბია კიდეც (ფხიზელსაც და მთვრალსაც), თუმცა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე წყნარ და წესიერ კაცად ვითვლები, მაგრამ თუ საჩხუბარია ვჩხუბობ და ქურდებს არ ვეძახი საქმის გასარჩევად. . . .
ეგაც მართალია რომ დედაჩემი საზღვარგარეთ იყო წასული და თბილისში სახლი მისი შრომის წყალობით ვიყიდეთ.
მაგრამ ისაც მართალია რომ მანამდე მე ვიყავი წასული და როდესაც ბულგარეთ-საბერძნეთის საზღვარი მთა-მთა-ტყე-ტყე უკანონოდ გადავლახეთ, მე ჩემმა დეიდაშვილმა და კიდევ ერთმა ქართველმა, დაგვიჭირეს ბერძენმა მესაზღვრეებმა და უკან გამოგვყარეს. . . .
ისაც მართალია, რომ არანაირი შრომა და სწავლა არ დამიკლია, თოხნა, ბარვა, საქონელში მთაში სიარული. . . .
უნივერსიტეტში ჩემით ჩაბარება და ჩემი სწავლა-განათლებით დამთავრება. . . .
ინგლისურის და იაპონურის დამოუკიდებლად შესწავლა. . . .
მაგრამ ჩემი ფეხები.
28 წლისა თბილისში რომ ჩამოვედი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამი წელი მქონდა სასამართლოში ნამუშევარი, და ამ სამ წელში ხელფასის სახით სადღაც 1500 ლარამდე ხელფასის სახით მიღებული.
და მე კიდევ ასე ვთქვათ გამიმართლა, უკეთეს პირობებში ვიყავი, იქ ხალხია ათი ჩემოდენა აქვს ნაშრომ-ნამუშევარი და საშინლად ღარიბია.
რაღა ბევრი გავაგრძელო, აგერ ჩემი მეზობელია ცუდად, იმის გამო რომ ბევრს სვამდა, მაგრამ მე 2 სიცოცხლე რომ მქონდეს და 2 ცხოვრება რომ ვიმუშაო ან დავეწევი ან ვერა. . . .
ხატობას რაც შეეხება, აზრზე არ ხართ რაზეა საუბარი და შეგვეშვით. . .
რამდენჯერმე დავწერე ამ ფორუმზე, ხატობების სალანძღავ თემებში, ის მცირე რამ, რისი თქმაც შეიძლებოდა და კაციშვილმა ვერ გაიგეთ.
რაზეც არ ვლაპარაკობთ კიდევ, თქვენ კი არა, ჩემს შვილს არ ვეტყვი, თუ თვითონვე არ მიხვდა (ან სულ მცირე აღზრდის წყალობით თუ არ ჩაჯდა მასში).
რაც არ იცით, იმაზე ნუ მსჯელობთ.
This post has been edited by karlsoni on 21 Jul 2017, 11:45
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/