#51004411 · 21 Jul 2017, 14:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jmm75
QUOTE | кузнечек ანუ კალია სარანჩებში არ შედის: |
და, მერე რა?  მე დავწერე, რომ ყველა კალია "სარანჩა" არის-მეთქი? ყველა "სარანჩა" არის კალია, მაგრამ ყველა კალია არ არის "სარანჩა". https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%...%83%91%E1%83%98QUOTE | კალიები (ლათ. Acridoidea) — მწერების ზეოჯახი სწორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 9 სმ აღწევს. აქვთ 2 წყვილი ფრთა ან სულ უფრთოები არიან. ზოგჯერ ფრთები განვითარებადაუმთავრებელია. უკანა ფეხებს სახტომად იყენებენ. მოკლე კვერცხსადები აქვთ. კვერცხებს დებენ გროვებად, რომლებიც ქაფისებრი სითხის გარსშია გახვეული. გაცივებისას სითხე მკვრივდება. მატლები გაზაფხულზე იჩეკებიან. კანს 4—7-ჯერ იცვლიან. ზეოჯახში 10000-მდე სახეობაა. კალიების მრავალი სახეობა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას.
ზოგიერთი სახეობის კალია ზედა ფრთების გამსხვილებულ ძარღვებზე უკანა კიდურების ხახუნით გამოსცემს ჭრიჭინა ბგერებს. მუცლის პირველი სეგმენტის გვერდებზე კარგად განვითარებული სმენის ორგანოები აქვთ. საქართველოში ყველაზე მავნე სახეობებია ეგვიპტური კალია (Anacridium aegypticum), იტალიური კალია (Caliliptamus italicus), მაროკოს კალია (Dociostaurus maroccanus), გადამფრენი ანუ აზიური კალია (Locusta migratoria).
|
იმედია, ახლა ნათელია... აი, ეს არის ერთ-ერთი, ე.წ. "სარანჩათაგან" https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3%E1%...%83%98%E1%83%90
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|