ნამდვილად სასიხარულო ამბავია მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა.
ოლიმპიადებს არანაირი კავშირი არ აქვთ პროგრამირებასთან და ზოგადად არაფერი კარგი არ გამოვა მაქედან.
ეს არის სავოკური გადმონაშთი.
დღეს რულავს "სტარტაპების" თემატიკა და არა ოლიმპიადებზე მოგებული მედლები. სტარტაპი რომ აწიო და მილიონები იშოვო, ამისთვის საჭიროა მართლა კრეატივი გაგაჩნდეს და რეალურად იცოდე პროგრამირება. შენი მათემატიკური ამოცანების ამოხსნით ვერავის ვერ გააკვირვებ უკვე.
აგერ ხახოლებმა 1-2 წლის წინ დაწერეს რაღაც უაზრო პროგრამა (მობაილ აპლიკაცია), რომელიც სურათებზე რაღაც მარტივი ეფექტების დადების საშუალებას იძლეოდა. საბოლოოდ instagram-მა იყიდა რამდენიმე მილიონ დოლარად მაგათი სტარტაპი და დაასაქმა კიდეც

რამდენი სტარტაპი შეიქმნა საქართველოში? რამდენი მილიონი დოლარი მოვჭერით? 0?
საქმე იმაშია რომ საქართველოში ეს სფერო არ არის საერთოდ განვითარებული
ორი უკიდურესობაა
ან ასეთ ოლიმპიადებზე მოსიარულე ტიპები ვინც მათემატიკა ისწავლა მაგრამ პროგრამირება არ იცის
ან ვებ-მაკაკები (99.%) ვინც პროგრამირება იცის მაგრამ იძულებულები არიან მხოლოდ აქაურ ბაზარს მოერგონ და 24/7 იპახავონ რაღაც ### პროექტებზე ბიზნესისთვის და ხელფასზე იცხოვრონ მხოლოდ
სამწუხაროდ მეც მეორე ვარიანტში გავდივარ და ასე ვარ ჯერ ჯერობით. ეს ყველაფერი პროგრამისტების ბრალი არ არის, ქვეყნის ზოგადი განვითარების დონიდან გამომდინარეობს. იგივე უკრაინაში უამრავი სახის პროგრამირებაა აქტუალური, მათ შორის game development, დაბალი დონის პროგრამირება, მიკრო-კონტროლერები, ნეირო-ქსელები, ბიზნესისთვის მაღალი დატვირთვის სისტემები და ა.შ
ყველაფერია. უზარმაზარი კომპანიები ხსნიან მანდ ფილიალებს და ასაქმებენ ადგილობრივ პროგრამისტებს. Ubisoft ახალ სტუდიას ქმნის ახლა, Ubisoft Kiev-თან დასამატებლად, მაგალითად

ტიპებს Assasins Creed კომპიუტერის ვერსიის პორტირება აქვთ გაკეთებული, საკუთარი Metro : Last Light, თუნდაც S.T.A.L.K.E.R და ა.შ
სად-სად და მანდ არის განვითარებული IT.
ბელორუსიაში World of Tanks, რუსეთში War Thunder, JetBrains, NGINX და ა.შ
საქართველოში შეიძლება ითქვას რომ საერთოდ არ გვაქვს ეს სფერო.