კრემლში ჭიხვინებენ, ყროყინებენ და კედლებზე გადიან

ტრამპის რიგია, ვეტო თუ დაადო ჭუჭულიკებში გამოისვამს ნამგალს

აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე კანონი მიიღო
10:12 28-07-2017
აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე კანონი მიიღო. კანონს მხარი 98 -მა სენატორმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს. აღსანიშნავია, რომ მას უფლება აქვს ვეტო გამოიყენოს.
სენატის ამ გადაწყვეტილებას კრემლის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ცდილობს რუსეთის პროვოცირებას, თუნდაც დიპლომატების ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო. პუტინი მიიჩნევს,რომ ანტირუსული კამპანია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.
რაც შეეხება დოკუმენტს, აქ აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებული პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.
კონგრესი რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას აკისრებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე. კონგრესი მოუწოდებს პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას: გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან; დაუბრუნოს კონტროლი ამ ტერიტორიების საზღვრებზე ამ ქვეყნების შესაბამის ხელისუფლებებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებდა და განაგრძობს საქართველოს და უკრაინის მიმართ ძალების გამოყენებას, სადაზვერვო ოპერაციებს, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. კონგრესის აზრით, აშშ-მ უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირთან, როგორც პარტნიორმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ, მოახდინოს დახმარების პროგრამების კოორდინირება და სხვა ძალისხმევა მიმართოს რუსეთთან დაკავშირებით.
ამავე კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არ აღიარების პოლიტიკას, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებით, მათ შორის უკანონო შეჭრის შედეგად აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/44...oni-miigho.html
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა