აბსოლუტურად არარეველანტური შედარებაა

ბანკების მოგების წინააღმდეგი გიჟი შეიძლება იყოს, თამაშის წესებს რო იცავდნენ და რეგულატორი - ეროვნული ბანკი თავის საქმეს რო აკეთებდეს
აქ სულ სხვა პრობლემაა..
ქართული ბანკების წმინდა მოგების "პორტფელს" რო გადახედო - მოგების დიდი ნაწილი მოდის ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებსა და კრედიტებზე, მაშინ როცა იურიდიული პირების ანუ ბიზნესის დაკრედიტება და სესხების გაცემა შემცირებულია..
აი ესაა მთავარი პრობლემა და არა ის რო ბანკს მოგება აქვს..
დიდი ეკონომიკური წიაღსვლების გარეშე, გასაგებ ენაზე, ხალხურად რო ვთქვა = ეს ფული (ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი) საერთო ჯამში ეროვნული ეკონომიკისთვის დაკარგულია..
პირი ბანკისგან სესხს თუ იღებს ვთქვათ, სამსუნგის ტელევიზორის, აიფონის, აუდის მარკის მანქანის, ბოშის მტვერსასრუტის, ბელგიური ავეჯის ან ბეკოს მაცივრის საყიდლად, კარაქის ან ბენზინის შემოსატანად და .ა .შ.ა.შ = ფულს იხდის იმპორტში ანუ ბანკი იმპორტს აფინანსებს
როცა ადგილობრივი ბიზნესისთვის, წარმოებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის რომელიც ადგილზე დატოვებდა მოგებას და რომლის განვითარებაც ქართულ ეკონომიკას წაადგებოდა სესხი არ ემეტება, "სარისკო პორტფელში" ჰყავს ეს სფეროები გადასროლილი..ან ემეტება გაბერილი პროცენტით (მოსავლის დაზღვევაზე აღარაფერს ვამბობ)..
ამ დროს, გვავიწყდება (და ეს არც ქოცნებამ შეცვალა), რომ საქართველოს მთლიანი საფინანსო სექტორის მიმართ დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
2006 წელს, ნაცების დროს, მიღებული ამ შეღავათების მთავარი მიზანი კი სწორედ ის იყო, რომ საფინანსო სექტორის წახალისება და ეკონომიკის ფართო დაკრედიტება მომხდარიყო, თუმცა, ბანკები, მაღალი მოგების მიღების მიზნით, ძირითადად, მხოლოდ ვაჭრობას აკრედიტებენ და რეალური სექტორის დაფინანსებას ერიდებიან.
პლუს ამას ქართულ ბანკებს ექსკლუზიურად მინიჭებული აქვთ: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენის პირველადი დილერის ფუნქცია (ეს ძაან მნიშვნელოვანი ბერკეტია)
ნუ ყველამ იცით, რო ქართული ბანკები პირდაპირ თუ ინსაიდერული პირის მეშვეობით, შესულები არიან არაპროფილურ დარგებში - საბროკერო კომპანიებში, განათლების სექტორში, სადაზღვევო კომპანიებში, სამშენებლო სექტორში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში..(აღარ გავაგრძელებ)
გაგეცინებათ და საფონდო ბირჟაც კი (!) ერთ-ერთი კომერციული ბანკის საკუთრებაა,
იგივე კერძო პირმა ან კომპანიამ, რო გადაწყვიტოს - ფასიან ქაღალდების ყიდვა უცხოეთში, ქართული კომერციული ბანკის შუამავლობის გარეშე ვერ იყიდის

მაშინ როცა კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ, ფინანსური ნაკადები თავიანთ სასარგებლოდ მოირგონ და ამით ზარალდება როგორც სახელმწიფო, ისე მომხმარებელი..
იმ ზე-მოგებასთან შედარებით, რასაც კომერციული ბანკები უკვე წლებია პროფილური თუ არაპროფილური საქმიანობდან იღებენ, მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობა არის სასაცილო..
ამას განაპირობებს დაბეგვრის განსხვავებული წესი, ე.წ "ხარჯებში გათვალისწინებული რეზერვების მოცულობა", რაც "დევს" ეროვნულ ბანკში და კომერციულ ბანკს აძლევს გადასახადის შემცირების ან გადავადების მიზნით, ლავირების საშუალებას... ეროვნული ბანკი კიდე წლებია სირაქლემას პოზაშია
ფაქტობრივად ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში, საბანკო სექტორი წლიური აქტივებით ( 20 მილიარდზე მეტი) რამდენჯერმე აღემატება ქვეყნის ერთი წლის ბიუჯეტს
This post has been edited by guriaaa on 24 Jul 2017, 19:48