შენ- არა - შენ-ს
ზოგადად, საზრისისეული აზროვნების ლოგიკა მამაკაცური პრიორიტეტია. საზრისისეული სახისმეტყველების ლოგიკა კი - დედაკაცური პრიორიტეტი.
საზრისის აზროვნებისმიერი იმპულსი გააქტიურებულია მამაკაცში
საზრისის ფორმის ანუ სახისმეტყველების იმპულსი - დედაკაცში.
საზრისი როგორც აზრი და საზრისი როგორც ფორმა - მამაკაცურ-დედაკაცურის ერთმთლიანობა.
რასაც შენ ჩემს "მასკულინურ აურას" უწოდებ ეგ სხვა არაფერია თუარა თვალში საცემი საზრისისმიერი აზროვნება (უსაზრისო აზროვნებაც არსებობს, ეგ სხვა რამეა და სხვა თემაა).
მაგრამ შენ ხომ არაფერი იცი სახისმეტყველებისეული ჩემი მონაცემების შესახებ?
ეს პოლიტიკის განყოფილებაა. მე არჩეული მიმართულებით ვპოსტავ. შენ ამის მიხედვით იქმნი წარმოდგენას, ბუნებრივია. მაგრამ ეგ წარმოდგენა ნაწილობრივია. ამიტომ მის სისრულეზე თავს ვერ დადებ.