შრომის ინსპექციის აღდგენა, რომელიც ნაცებმა 2006 წელს გააუქმეს, 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო...(ვისაც არ გახსოვთ გახსენებთ )
მარა ჩემი ფეხები, დეველოპერებმა და სხვა ბიზნესებმა გაფარჩხეს ფეხები ...ესენი 3 წელი ევაჭრნენ
2015 წელს მინისტრ დავით სერგეენკოს კომენტარი:
„ჩვენ მართლაც ხანგრძლივი კონსულტაციები დაგვჭირდა, იმიტომ, რომ ბიზნესი შრომის ინსპექციას აღიქვამდა საფრთხედ, რომ ეს „დაარტყამს“ ბიზნესს. მე მგონი, საბოლოოდ ჩვენ შევძელით იმის ახსნა და დარწმუნება, რომ ეს არანაირი დარტყმა ბიზნესზე არ არის.“
და რაზე შეთანხმდნენ

სრულ სამარცხვინობაზე =
2015 წელს შრომი,ს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაუშვა საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს მომზადებული მონიტორები ამოწმებენ შრომის უსაფრთხოების პირობებს, მხოლოდ იმ კერძო საწარმოებში, რომლებიც ასეთ სურვილს წერილობით გამოთქვამენ...
და თქვენ წარმოგიდგენიათ ქართველი დეველოპერი (ან სხვა სფეროში მოღვაწე ღიპიანი ბიზნესმენი) რომელიც ასეთ სურვილს თავისით გამოთქვამს და ისიც წერილობით?
აი ესაა ქოცისტანის რეალური სახე...ბოლო 5 წლის განმავლობაში დაღუპული ყველა მუშა არის ქოცისტანის სიბრმავის, უხერხემლობისა და დანაშაულის შედეგი...
ახლა ითვალეთ სტატისტიკა
ნაცისტანმა უფრო მეტი მუშა მოკლა 2006-2012 წლებში თუ ქოცისტანმა 2012-2017-ში
რომელი აჯობებთ
ნაცი+ქოცი=ერთი მძღნერი
საწარმოო ტრავმების შედეგი საქართველოში
2007-2017 წლების სტატისტიკა
2007 - 67 დაიღუპა 125 დაინვალიდდა
2008 - 77 დაიღუპა 134 დაინვალიდდა
2009 - 71 დაიღუპა 156 დაინვალიდდა
2010 - 81 დაიღუპა 102 დაინვალიდდა
2011 - 54 დაიღუპა 137 დაინვალიდდა
2012 - 48 დაიღუპა 289 დაინვალიდდა
2013 - 23 დაიღუპა 111 დაინვალიდდა
2014 - 49 დაიღუპა 71 დაინვალიდდა
2015 – 42 დაიღუპა, 81 დაინვალიდდა
2016 – 58 დაიღუპა 84 დაინვალიდდა
2017 – 8 დაიღუპა 10 დაინვალიდდა
წყარო პროფკავშირები, შსს
* * *
სახალხო დამცველი მუშათა დაღუპვისა და დაშავების ფაქტს ეხმიანება
ივლისი 26, 2017
სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ყოველდღიურობად იქცა სამუშაო ადგილებზე დაღუპვისა და დაშავების შემთხვევები. ესაა ის მძიმე რეალობა, რაც ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებობს. ის, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს მსგავსი მძიმე შედეგების თავიდან აცილებას, მიუთითებს მთლიანად სისტემის კრახზე. შრომის უსაფრთხოება დღემდე ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში, საკითხის მნიშვნელობაზე ნაკლებად საუბრობენ პირველი პირები. მიმდინარე პერიოდში პარლამენტი განიხილავს შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტს, თუმცა წარმოდგენილი ვერსია სრულად ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნას და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში.
2017 წლის 26 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, სოხუმის ქუჩაზე სახლის დემონტაჟის დროს ერთი მუშა გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით[1]. სახალხო დამცველი თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
დიდუბის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია „როიალ გრუპს“, რომელიც საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს ახორციელებდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან რამდენჯერმე ჰქონდა გაფრთხილება მიცემული უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, ბოლო გაფრთხილება კი ორიოდე დღის წინ, 24 ივლისს გაიცა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდუბის რაიონში, შენობის პირველადი დათვალიერების შემდეგ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამოიკვეთა. დემონტაჟი უნდა შესრულებულიყო არა ხელით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.
2017 წლის იანვარში სახალხო დამცველის აპარატისათვის მოწოდებული მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ ობიექტების გადამოწმებისას, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულ იქნა 1667 ობიექტზე.
აქედან, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო 178 ობიექტზე. აქედან, 122 საქმე შეწყდა სამართალდარღვევის გამოსწორების გამო, 10 საქმე ჯერ კიდევ მიმდინარე იყო, ხოლო 46 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სანქციის დაკისრების თაობაზე (იწვევს დამრღვევის დაჯარიმებას 3000 ლარით). 4 შემთხვევაში სამსახურმა მიიღო დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, ხოლო მოგვიანებით, 2 დადგენილება სამსახურმა ძალადაკარგულად ცნო, ვინაიდან მხარის მიერ აღმოფხვრილ იქნა მშენებლობის შეჩერების საფუძვლები, ხოლო ობიექტზე უზრუნველყოფილ იქნა უსაფრთხოების წესები.
აღსანიშნავია, რომ წარსულ პერიოდში აპარატმა გამოავლინა 1 შემთხვევა, როდესაც ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტზე მშენებლობის უსაფრთხოების მხრივ დარღვევები ვერ აღმოაჩინა, მაშინ როდესაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეძლო დარღვევების იდენტიფიცირება. ასევე, გამოვლინდა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახური საერთოდ არ ახდენს იმ შემოწმების დოკუმენტირებას, რასაც დარღვევების აღმოჩენა არ მოჰყოლია, რაც შეუძლებელს ხდის მისი საქმიანობის მონიტორინგს, ხარვეზების ჯეროვან გამოვლენას და, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაყენებას.
წინამდებარე შემთხვევაში შეკითხვები ჩნდება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მუშაობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც ირკვევა, გაცემული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მძიმე შედეგების თავიდან აცილება. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას და შეაფასებს უწყების მიერ განხორციელებულ რეაგირებას.
http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-da...-exmianeba.page This post has been edited by guriaaa on 27 Jul 2017, 22:00