მანდ ცოტა სხვანაირად არის საქმე. სახელმწიფო სტრუქტურებში ჩვეულებრივ კორუფციის დონე ძალიან დაბალია დასავლეთში, მაგრამ არსებობს ერთი სფერო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც რეალურად კორუფცია სერიოზულ მასშტაბებს აღწევს. აბა თუ გამოიცნობთ რომელი სფეროა? დიახ, დიახ ევროკავშირის გაზმომარაგება

ეს სფერო გერჰარდ შრედერებით (გერმანიის ექსკანცლერზეა საუბარი) არის გატენილი, რომელიც გერმანიის კანცლერობიდან ეგრევე გაზპრომში გადავიდა სამუშაოდ. ახლა თუ ვინმეს სჯერა რომ კანცლერობის პერიოდში ეგ სევერნი პატოკის ლობირებას არ ეწეოდა, მისი ნებაა. მე არ დავიჯერებ. და დარწმუნებული ვარ სერიოზულ თანხებსაც იღებდა ამაში. აი ასეთი ტიპები საკმარისადაა გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. ესენი არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ისინი იყიდეს რუსებმა. რა გადაწყვეტილებებსაც იღებენ, კარგად სჩანს იქიდანაც თუ როგორ დამარხეს ნაბუქოს პერსპექტიული პროექტი, რომელიც უნდა გამხდარიყო გაზით ალტერნატიული მომარაგების წყარო ევროპისათვის. ახლანდელი რეაქციაც ამერიკულ სანქციებზე ამ კოლექტიური შრედერის ინტერესების შედეგია. აბა ლიტვის პრეზიდენტს ძალიანაც გაუხარდა რუსეთზე სანქციების გამკაცრება
This post has been edited by Saturn on 30 Jul 2017, 22:22