#51071564 · 2 Aug 2017, 08:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მშვენიერი მსჯელობა და წინადადებებია.
მივდივართ დასკვნამდე რომ:
იმისათვის რომ ქალაქში ნაკლებმა ძრავმა იხრჩოლოს და ნაკლებმა მანქანამ ხერგოს გზები, სასარგებლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყ ვ ე ლ ა მათგანი უკეთესია კერძოზე ამ მხრივ. მაგრამ მოთხოვნა არის კომფორტულ და ზუსტ მგზავრობაზე. ზუსტ მგზავრობაში ვიგულისხმე დროში ზუსტი და ა დან ბ პუნქტამდე მაქსიმალურად მიაზხლოვებული.
მოთხოვნას ყველაზე უკეთ ასრულებს ტაქსი და პირადი ავტომობილი.
და აქ არის პრობლემის სათავე.
მოთხოვნა ხერგავს და ხრჩოლავს ქალაქს.
გამოსავალი რა არის?
მოთხოვნას (ტაქსი, პირადი მანქანა ზუსტად მისვლით) გვერდში ამოვუყენოთ სიცოცხლისუნარიანი კონკურენტი.
და ეს სიცოცხლიდუნარიანი კონკურენტი არის მ ა რ შ რ უ ტ კ ა.
10% დანაკარგით ასრულებს ტაქსისა და ავტობუსის საქმეს.
ტრამვაი, მეტრო, ავტობუსი ამ საქმეს აკეთებს 20% იანი დანაკარგით.
ამიტომ კერძო + ტაქსის მგზავრი არასდროს დატმობს ტაქსს და კერძოს დიდი ტრანსპორტის სასარგებლოდ.
ავტომობილების შემცირება გზებზე შეუძლია მხოლოდ სამარშრუტო ტ ა ქ ს ს - მარშრუტკას.
იმ პირობით, რომ გ ა ხ დ ე ს (ანუ ახლა არ არის ასეთი, უნდა გახდეს) კომფორტული, ზუსტი და სწრაფი.
ამისათვის მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
აიკრძალოს ფეხზე დგომა, არსებობდეს ონლაინ გრაფიკი, რომელიც მგზავრს სახლში აჩვენებს მისი მარშრუტკის ადგილმდებარეობას, რომ ქუჩაში დახვდეს ზუსტ დროს.
ყველა ჩივილი დღევანდელი მარშრუტკის სიცუდეზე ჰგავს სიტუაციას, ანემიიანმა პაციენტმა თავისი ცოტა ერითროციტები რო ლანძღოს - ვერ ასრულებენ საქმესო. წამალია ერითროციტების რაოდენობის ზრდა და არა ერითროციტების ლანძღვა.
მეტი მარშრუტკა გვჭირდება. სისტემა აეწყოს, და მერე ელექტრო მარშრუტკებზე (პატარა ავტობუსებზეც) გადავალთ.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|