სულ აიშვა ამ უბედურმა
და სამწუხაროა, რომ ამ შხამის მფრქვეველს დამჯერ ამყოლებიც ყავს
აშშ-ის კონგრესის მიერ რუსეთისთვის გამკაცრებულ სანქციებს და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ფაქტია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან უარესდება“.
„მსოფლიო სტაბილურობისთვის ეს არის ძალიან ცუდია. არ მგონია, რომელიმე ჭკუადმყოფელ ადამიანს უხაროდეს ორ სუპერსახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვა და პრაქტიკულად ახალი ცივი ომის დაწყება. ეს გამოიწვევს არასტაბილურობას და საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.
დღევანდელმა ხელისუფლებამ გააგრძელა ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საქართველოს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პლაცდარმად ქცევა და ასეთი პლაცდარმობა საქართველოსთვის არის უაღრესად სახიფათო. იმ პოლიტიკით, რასაც აწარმოებს დღეს ჩვენი ხელისუფლება, ეს ყველაფერი ნათლად ჩანს. თუნდაც იმ მარშით, რომელიც ახლა ჩატარდა საქართველოში. ეს გახლდათ, რუსეთისთვის თითის დაქნევის მცდელობა და პირდაპირი პროვოკაცია. ეს აწყობდა ამერიკას, მაგრამ არანაირად არ შედიოდა საქართველოს ინტერესებში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...-uaresdeba.html„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიის ერთ მხარეს იდგეს რუსული ჯარი და ტანკები და მეორე მხარეს განლაგებული იყოს ამერიკული ტექნიკა.
„როდესაც თავდაცვისუნარიანობაზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ. რუსეთმა რომ ომი დაგვიწყოს, შევძლებთ კი თავის დაცვას? მე მახსოვს 2008 წელი, როდესაც სააკაშვილი მეკამათებოდა და ამტკიცებდა, რომ ერთი ქართველი ჯარისკაცი 50 რუსს გადაწონიდა და რომ რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავდათ, თუმცა შემდეგ ვინ სად გარბოდა ყველამ კარგად დავინახეთ.
ძალიან ცუდია, რუსი ჯარისკაცებისა და ტანკების საქართველოში დგომა. ჩვენ ჯერ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული სამხედრო დანაყოფები გავიყვანოთ ჩვენი ტერიტორიიდან და შემდეგ, თუ ჩვენს ინტერესებში იქნება, ვიფიქროთ სხვა ქვეყნის სამხედრო ტექნიკის საქართველოში განთავსებაზე.
კატეგორიულად დაუშვებელია ის მდგომარეობა, რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ მხარეს იდგეს რუსული ჯარი და ტანკები და მეორე მხარეს განლაგებული იყოს ამერიკული ტექნიკა. ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ საქართველო გადაიქცევა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პოლიგონად და ამ შემთხვევაში, მოსკოვიც, ვაშინგტონიც გადარჩება, ჩვენს ქვეყანაში კი ჭიანჭველაც ვერ გადარჩება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
This post has been edited by Free_World on 3 Aug 2017, 18:29