Moen26
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 945
წევრი No.: 229800
რეგისტრ.: 6-March 17
|
#51094807 · 6 Aug 2017, 11:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ikruxune @ 4 Aug 2017, 16:16 ) | QUOTE (Moen26 @ 4 Aug 2017, 15:32 ) | QUOTE (Firmware @ 4 Aug 2017, 15:13 ) | niktagva
QUOTE | კარგი იურისტია და დეტალურადრ ავახსნევინე რა მოხდა. სერგეენკო არაფერ საოცარს არ ამბობს.
იმ საზღვრებს "ღობავენ" რუსები რაც სააკაშვილმა დაუკანონა. |
იქნებ ჩვენც აგვიხსნათ ორი სიტვით, რას ნიშნავს "დაუკანონა"?
|
კომუნისტების დროს როგორც იყო მოხაზული ცხინვალის ავტონომიის საზღვრები იმ მოხაზულობაზე მავთულხლართებს ავლებენ .... ომამდეც იგივე საზღვრები იყო უბრალოდ ეკიდათ რუსებს ეგ საზღვრები .. ეს ტრაკიდან გამოწურული ამბები საიდან მოდის ხოლმე ვერ გაიგებ კაცი..
|
ჰოდა ეგაა ბიჯო დაკანონება, ეგააა, როგორც ახალი ქვეყნის პრეზიდენტი თუ მთავარ სარდალი თუ რასაც ირქმევდა თავს და რაზეც ტაშს უკრავდით რო მოგიწერს ხელს იმ სარკოზის ნაცოდვილარზე ეგაა დაკანონება , თორემ მანამდე რუსები გებძოდნენ არალეგალურად აღიარებდნენ შენ საზღვრებს და ლეგალური გახადეს Mშვიდობისმყოფელობის მიცემით, მერე კიდევ წინ წავიდნენ და აღიარეს ცალკე რესპუბლიკად თუ ქვეყნად ეხლა თუ არ გინდათ შესმენა ძალით ვერ გაგაგებინებთ.. იძახეთ ტრაკიდან გამოწურული და დე ფაქტო ქე გაღიარებინათ დე იურედ  მაგი კიარა კოდორიც გადააყოლა ზედ  ცალკე კიდევ ტაშფანდურიანი აღლუმი ჩაგატარებიათ  ამას ქვია ყველა პოზაში ხმარება ცალკე კიდევ (დემოკრატიაში შეფუთული)დაყოვნებული მოქმედების ნაღმიც დაუტოვა ქვეყანას დისტროფიკული იუსტიციით, რომელსაც თუ არ გინდა ვერ დაინახავ, ხოლო თუ აცალე მოქმედება მერე ვეღარ უშველი |
დაკანონება არის როცა აღიარებ საერთაშორისო დონეზე რომ ეგ მიწა შენი არაა და ოსებისაა, აფხაზებისაა.. 6 პუნქტიანი ნაცოდვილარი აგერ დაგიდე და დაადე თითი რომელი პუნქტი უკანონებს და მერე ისიც ნახე ყ#ზე რომელი პუნქტი არ ჰკიდია რუსეთს... იქნებ ამის მერე მიხვდე რომ რუსეთს არავის დაკანონება არ სჭირდება და არაფერი არ ეცვლება ამ ქაღალდებით.. პატარა ქვეყნებთან ისე მოქმედებს როგორც უნდა თუ თავპირი არ დაუსისხლიანე და ძალა არ დაანახე.. მისი შემაკავებელი არის მარტო იარაღი და მასზე ძლიერი ქვეყნებიდან დანქციები და მისი ეკონომიკის დღვნა.. ახალგორში და კოდორში თუ არ გედგა იმიტომ რომ ეგრე უნდოდა... ახლაც ქოცების დროს რა სოფლებზეც გადმოვიდნენ სადაც მანამდე არ იდგნენ და ავტონომიის საზღვრებშია რატომ გადმოვიდნენ ვინმემ ომი დაუწყო? უბრალოდ ეგრე აუდგათ და რახან წინააღმდეგობა არაა ბოლომდე იყენებს იმ კარტს რომელიც შემონახული ჰქონდა საქართველოს დასასჯელად
12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ შეათანხმეს 6 პუნქტიანი გეგმა.
1. არ იქნეს გამოყენებული ძალა. 2. საბოლოოდ შეწყდეს ყველა საომარი მოქმედება 3. ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მისაწვდომობა. 4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილს. 5. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იკავებენ საომარი მოქმედების დაწყებამდე არსებულ ხაზს. საერთაშორისო მექანიზმების შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს. 6. დაიწყოს საერთაშორისო განხილვა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსის და მათი მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.
ამ გეგმას ხელი მოაწერა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ.
სარკოზის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა გეგმის კორექტირება, კერძოდ, ტექსტიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ პუნქტის ამოღება. სარკოზიმ, აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაურეკა დიმიტრი მედვედევს. მედვედევი დათანხმდა სააკაშვილის წინადადებას და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: 6. საერთაშორისო გარანტიების შექმნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
თუმცა, მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ ჩასწორებულ პუნქტში ქართულმა მხარემ კიდევ ერთი შესწორება შეიტანა. კერძოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელწოდებებს დაერთო ფრანგული წინდებული “ში”, რაც კარდინალურად ცვლიდა პუნქტის შინაარსს. აღსანიშნავია, რომ ბოლოსართი “ში” მხოლოდ ფრანგულ ტექსტში იყო, რუსულისგან განსხვავებით. (ანუ მიშიკომ თავისებურად წაეშმაკება გადაწყვიტა და სარკოზის ჩააწერინა ფრანგულ ტექსტში, რაც არ იცოდა რუსულმა მხარემ, ასე, რომ მაგ ჩანაწერს იურიდიული ძალა არ აქვს და მაგის გამო დაიდო 3 პუქნტიანი დამატება).
ამასთან დაკავშირებით, დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ შეადგინეს 6 პუნქტიანი გეგმის 3 პუნქტიანი დამატება, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა 8 სექტემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. (და ამის მერე ნუთჲ კიდევ გასარკვევია, ვინ არის მოღალატე და კაპიტულანტი?)
“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა მხარის ვალდებულებას სრული მოცულობით დაიცვან 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის 6 პუნქტიანი გეგმის დებულებები.
1. ძალების გაყვანა – ფოთიდან სენაკის ჩათვლით არსებული ხუთი სადამკვირვებლო პუნქტიდან რუსეთის ყველა სამშვიდობო ძალის გაყვანა მაქსიმუმ შვიდ დღეში, 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გათვალისწინებით აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების გარანტიების შესახებ.
სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების სრული გაყვანა საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. ეს გაყვანა განხორციელდება 10 დღის განმავლობაში ამ ზონებში საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების შემდეგ, მათ შორის, ევროპის კავშირის არანაკლებ 200 დამკვირვებლის ჩათვლით, რომელიც უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2008 წლის 1 ოქტომბრისა არსებული იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გათვალისწინებით, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების გარანტიას წარმოადგენენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების დასრულება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე.
2. საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმები გაერო-ს მისიის საერთაშორისო დამკვირვებლები მომავალშიც გააგრძელებენ თავიანთ მანდატს თავიანთი პასუხისმგებლობის რაიონში 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობის რაოდენობის და დისლოკაციის სქემის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაში მომავალში შესაძლო კორექტირებებისთვის ზიანის გარეშე.
ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებლები მომავალშიც განახორციელებენ თავიანთ მანდატს თავიანთი პასუხმისმგებლობის რაიონში 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით არსებული რაოდენობით და დისლოკაციის სქემის შესაბამისად ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებაში მომავალში შესაძლო კორექტივებისთვის ზიანის გარეშე.
საჭიროა, დაჩქარდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში დამატებითი დამკვირვებლების განთავსების მომზადება იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩასანაცვლებლად 2008 წლის 1 ოქტომბრდამდე, მათ შორის, ევროპის კავშირის არანაკლებ 200 დამკვირვებლის ჩათვლით.
ევროპის კავშირი, როგორც ძალის არგამოყენების პრინციპის გარანტი, აქტიურად ამზადებს დამკვირვებელთა მისიის განთავსებას უკვე არსებული სადამკვირვებლო მექანიზმების დამატებით.
3. საერთაშორისო დისკუსიები. 2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის 6 პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული საერთაშორისო დისკუსიები დაიწყება 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში. მოსამზადებელი დისკუსიები დაიწყება სექტემბერში.
ეს დისკუსიები მიეძღვნება შემდეგი საკითხების განხილვას: რეგიონის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ლტოლვილების და გადაადგილებულ პირთა საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო პრინციპების და პოსტკონფლიქტური დარეგულრების პრაქტიკის საფუძველზე, ასევე, ყველა ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეთანხმებული იქნება ორივე მხარის მიერ * * *
QUOTE (qutaiseli teroristi @ 6 Aug 2017, 11:39 ) | Moen26 გეთანხმები. ახლა ისმის შემდეგი კითხვა: ეს ბანერები და მავთულხლართები რასაც ოცნების ხელისუფლების დროს ამონტაჟებენ გასცდა იმ ე.წ. საზღვრების ფარგლებს? თუ კი მაშინ დავწეროთ სად და რამდენით? |
შეიძლება თქვა რომ ალაგ ალაგ გაცდა და ვერ მოგედავებიან , რომელი ეგ საზღვარი მეტრის სიზუსტით არის დემარკირებული.. სუბიექტური მომენტია, საქართველოს და რუსეთს მაგ საზღვრის გავლებაზე არასოდეს არ უმუშავიათ და როგორ გინდა თქვა გაცდა ან არ გაცდა.. თუ იმ მიწებზე ან სოფელზე გაავლეს რომელსაც ამწუთას ქართველები იყენებენ იტყვი რომ გაცდა მაგრამ რეალობაში რას ცვლის გარდა იმისა რომ ხმაურობ და ამით ცდილობ ყურადღება მიიქციო.. ვიღაცას აწყობს ხმაური ამ თემაზე ვიღაცას არა.. საქმე კიდევ ისაა რომ რუსი მანდედან მოსაშორებელია საერთოდ.. კონკრეტულად იქ მაცხოვრებელი ზარალდება იმ კონკრეტული მავთულხლართის გავლებით თუ მისი მიწა ამით შეზღუდეს თორემ ვიღაცისთვის ვაკეში რომ წამოჭიმულა ან ვარკეთილში თუ იქ ვინმე არ ჰყავს რა იცვლება იმ 300 და 400 მეტრით? მოკლედ ჩემი აზრით ყველაფერ იმაზე რასაც იქ რუსეთი აკეთებს უნდა გვქონდეს ყველას ერთნაირად უარყოფითი და აგრესიული დამოკიდებულება და ესე შიდა ჭამა ღრენა და ქულებზე ჩალიჩი არ უნდა მიდიოდეს..
|