ანუ ალეკოს დროებით უჭერ მხაარს ? 21 ოქტომბრამდე?
როგორც კი მერი გახდება მერე ლანძღვა გინებაზე გადახვალ კარგი საქმეც რომ გააკეთოს?
Ninelkuმათი შემოქმედება თქვენ რომ პატრიოტებს ეძახით:
ნორა კვიციანი ყველა ეპიზოდში გაამართლეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) ყველა ეპიზოდში გაამართლა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.
2006 წლის 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები ბატალიონ "მონადირის" ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით კოდორის ხეობაში შევიდნენ. 27 ივლისს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა კვიციანის და ნორა არღვლიანი დააკავეს, სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების საფუძველზე. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ.
ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ არღვლიანის სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა.
ნორა არღვლიანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/6131/nor...dshi-gaamartlesთქვენ რომ ჩაესვით 6 წელი უსამართლოდ მერე რას დაუძახებდით საინტერესოა.
------------------------
სააკაშვილი და პატრიოტიზმი
საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობაში გაცვალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითთ, დღეს, 4 დეკემებერს, პრეზიდენტის N378 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა იმის გამო შეუწყდა, რომ მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა მიღებული, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.
იუსტიციის მინისტრმა 23 ოქტომბერს განაცხადა, საქართველომ მიიღო ოფიციალური დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც.
http://netgazeti.ge/news/83681/