#51101438 · 7 Aug 2017, 14:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უბედური შემთხვევა თერჯოლაში - ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა გამოქვეყნდა 10 წუთის წინ
თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია ერთი ადამიანი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
--------------------
I'm a million different people from one Day to the next
Habibi Egitto
|