#51763701 · 2 Dec 2017, 03:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (LEVANY-M @ 2 Dec 2017, 03:05 ) | 2Bua თეორიულად წარმოგიდგენია რუსეთთან კონვენციური ომისთვის მზადმყოფი თავდაცვა, მილიარდიანი ბიუჯეტით და იარაღის მხოლოდ შავი ბაზრის ამარა დარჩენილი?
რუსეთთან პირდაპირი ომისთვის არც ემზადებოდა და ვერც მოამზადებდი |
მაგ მიდგომა რომ გვაქვს მიტომ ვართ ასეთ სიტუაციაში.
რუსეთთი თუ არის ოკუპანტი აუცილებლად უნდა განიხილებოდეს მის წინააღმდეგ კონვენციური და არა კონვენციური ომის წარმოების ალბათობაც.
შეიძლება ეს საგნის არ მცოდნისთვის "აბსურდულად" ჟღერდეს, მაგრამ რეალობაში თავდაცვის კონცეფცია ვერ შეიქმნება თუ თავიდანვე დაიწყებ დამარცხებისთვის მზადებას.
სამხედრო ოპერაცა არის დიპლომატიის და საგარეო პოლიტიკის გატარების ერთ ერთი გზა. ამგვარად, ჯარის გამოყენება უნდა თავსდებოდეს სწორედ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკაში.
ღორებთან ომი არც თუ ისე აბსურდულია როგორც ბევრს გონია. ხომ იცი ნათქვამია, შიშს დიდი თვალები აქვსო. უბრალო მაგალითს მოგცემ, რატომ დავმარცხდით 2008-ში? ჯარი არ განადგურებულა, იყო ასე თუ ისე ორგანიზებული უკან დახევა, არც ქვეყნის მართვის სისტემა არ ჩამოშლილა, დედაქალაქიც არ აიღო ღორმა. რატომ დავმარცხდით? ამის პასუხი უბრალოა, საქართველო არ იყო მზად იმ მსხვერპლისთვის რაც მოყვებოდა ღორებთან სრულ მასშტაბიან ომს. ეს არის სიმართლე და ამას ვერ გავექცევით. ამგვარად, ღორმა თავის მიზანს მიაღწია არა უშუალოდ სამხედრო საშუალებით (თუმცა მისი გამოყენება მოხდა პირველ ეტაპზე) არამედ იმ საშიშრეობის გამო რომელსაც მისი სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია გამოიწვევდა.
იგივე რაოდენობის არმიით აზრბაიჯანი ან სასომხეთი რომ შემოსულიყო საქართველო დანებდებოდა ასე მალე? იმედია არა, იმიტო რომ რეალობაში ეს იქნებოდა მათ მაქსიმალურ პოტენციალთან ახლოს და ამაზე ბევრად მეტის "დრაგი" არ ექნებოდათ.
ღორებს დავნებდით იმიტომ რომ მათ ქონდათ უფრო მეტი ძალის გამოყენების პოტენციალი რომელიც კატასტროფულ დანაკარგებს გამოიწვევდა.
ამ პირობებში თავდაცვის კონცეფცია იქმნება დაახლოებით შვეიცარიის ან ფინეთის პრინციპით. ეს რას ნიშნავს, პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ქმნი ისეთ საპასუხო ჯარს რომელსაც შეეძლება აგრესორისთვის მიუღებელი დანაკარგების შექმნა. ეს რას ნიშნავს, თუ ღორია ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგე, სათანადოდ თავდაცვის კონცეფცია იქმნება არა "მთელი საღორეთის არმიის წინააღმდეგ" ომისთვის, არამედ უშუალოდ საღორეთის სამხღეთ სამხედრო გაერთიანებაში მყოფი ძალების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პირველი და მთავარი მეტოქე რადგანაც სწორედ ეგ ძალები წარმოადგენენ რეგიონში საღორეთის საგარეო პოლიტიკის უშუალო წნეხს. ამ გაერთიანებასთან კონვენციური ომის წარმოება არც თუ ისე "ფანტასტიკურია" როგორც ბევრს შეიძლება მოეჩვენოს. მათ წინააღმდეგ თავდაცვითი პარიტეტის შექმნა რომ დაწყებულიყო 1999 წელს (როცა აშშ-მ დაიწყო აღჭურვის და მომზადების პროგრამა) მაშინ 2008 წლისთვის საქართველოს სამხედრო პოტენციალი (ამაში უშუალოდ ჯარი არ იგულისხმება, არამედ მთელი თავდაცვის სისტემა რომელშიც შედის რეზერვი, სტრატეგიული სიღმის შექმნა, მობილიზაციის პროგრამა და სისტემა, ასე შემდეგ) 2008 წლის ამბები შეიძლება არც მომხდარიყო. საქართველო თუ მიაღწევს თავდაცვით პარიტეტს პოტენციურ მოწინააღმდეგესთან (საღორეთის სამხრეთ სამხედრო გაერთიანებასთან) მაშინ ღორებს აუცილებლად მოუწევთ ამ პარიტეტის დარღვევა და სხვა რეგიონების მოშიშვლება. ეს ნიშნავს, უკრაინის საზღვრებიდან ჯარების შემცირებას, ეს ნიშნავ შუა აზიასთან ჯარების შემცირებას, ჩინეთთან და ასე შემდეგ. საღორეთს განუსაზღვრელი პოტენციალი არ გააჩნია. ამასთანავე, როცა ღორი დაიწყებს განხილვას საქართველოსთან ომს, და დაინახავს რომ მოგება შესაძლებელია მაგრამ ფასი და რისკი მაღალია, მიზნების მიღწევის ალტერნატიულ გზების განხილვის ალბათობაც სათანადოდ გაიზრდება.
ჩვენ რატომღაც გვგონია რომ საღორეთთან ომი ნიშნავს ღორები ტოტალურ ომს გიცხადებენ. ეს არის სრული სისულელე. ღორებისთვსი საქართველო საინტერესოა მაგარამ არც ისე საინტერესოა რომ ტოტალური ომი გამოგვიცხადონ, განსაკუთრებით თუ ეს მოხდება შუა-აზიის უკრაინა-ბელორუსიის მიმართულების ხარჯზე.
რომც მოინდომონ ტოტალური ომი, საქართველოს რელიეფი არ აძლევთ ამის საშუალებას. ჩინგიზ ხანი საქართველოში სწორედ მაგიტომ არ შემოვიდა, იცოდა რომ რელიეფი არ მიცემდა მის მებრძოლებს უპირატესობას რაც იმაზე მეტ დანაკარგებს გამოიწვევდა ვიდრე მთელი საქართველოს დაპყრობა უღირდა, ამიტომაც დატანხმდა ზავზე რომლის შედეგადაც საქართვლო ორად გაიყო.
ეს არის თავდაცვის კონცეფცია რომელიც ქმნის ისეთ დიპლომატიურ პირობებს სადაც მოლაპარაკება ორივე მხარისთვის უფრო მომგებიანია ვიდრე სამხედრო ძალა. დღეს ღორისთვის საქართველოს სამხედრო პოტენციალი არაფერს არ წარმოადგენს, ამიტომაც არ გელაპარაკება. რატომ დათმობს ერთ გოჯსაც თუ იცის რომ არაფრის დრაგი არ გაქვს? როგორც კი ეს რეალობა შეიცვლება, მერე ისე კარგად მოგელაპარაკება როგორც დაგიბარებია.
|