გიორგი სიგუა: მთავრობა მიწას თუ არ მოგვცემს იჯარით, GEM Fest-2018-ს აფხაზეთში ჩავატარებთ

(ეს კაიფობს თუ მართლა ასე აპირებს?)
GEM Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ამბობს, რომ თუ საქართველოს მთავრობა 2018 წლის ფესტივალისთვის მიწას იჯარით არ მისცემს მაშინ ღონისძიებას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარებს. ამის შესახებ სიგუამ ფეისბუქში დაწერა.
მისი თქმით, ფესტივალი 9-12 აგვისტოს აუცილებლად ჩატარდება განმუხურის საკურორტო ზონაში, თარიღი გამოცხადდა და ბილეთებიც იყიდება.
"მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემ-ფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ. მათი "დახმარება" რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე", - წერს სიგუა.
მისი თქმით, ფესტივალი მაშინ გადაიხდის ვალებს, როცა სრული დატვირთვით იმუშავებენ, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გაძლიერდებიან.
https://on.ge/story/19163-%E1%83%92%E1%83%9...%83%91%E1%83%97
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3