ისწავლება კარგი,ჯანსაღი სურსათის გაცნობიერება,კარგი,ჯანსაღი კვების პრაქტიკა...
ფასეულია ის გაკვეთილები,რომელსაც იღებენ ბავშვები მცენარეების მოვლისას,მცენარეების სიცოცხლისუნარიანობის მხარდასაჭერად.
ისეთ ცოდნა/გამოცდილებას ღებულობენ,რის შედეგს უეჭველი მოიმკიან შემდგომში.
კონცეპცია-ჯანმრთელი ცხოვრების წესი,კვების ჯანსაღი პროდუქტების წარმოება-უნივერსიტეტის სტუდენტების,
სკოლის მოსწავლეების მიერ ცუდად არის შესწავლილი.
მოკლედ, ამ მეთოდი/პრაქტიკის დახმარებით ისწავლება გარემოს დაცვა,
შრომის პატივისცემა,
კარგი,ჯანმრთელი ცხოვრების წესი.
და რა თქმა უნდა ეს უნდა ისწავლებოდეს ტექნიკურისა და ჰუმანიტარული საგნების პარალელურად,დაბალანსებულად!
ახლა,ჯეჯელავა არ ვიცი რას/როგორ ფიქრობდა/ფიქრობს...
მაგ.მე,მიყვარდა ბავშვობაში მზესუმზირის,ლობიოს,ხორბლის,სიმინდის თესლების გაღივება/ზრდის პროცესზე დაკვირვება მიკროსკოპით თუ უმიკროსკოპოდ,ჰერბარიუმების შეგროვება...
ეს, ბავშვური ინტერესი/გატაცება შემდეგში გადაიზარდა პროფესიონალურ- ბიოფიზიკა/ბიოქიმია/ელექტროფიზიოლოგია/ბუნების დაცვა/ჯანმრთელი ცხოვრების წესის ცოდნაში.
ადვილი წარმოსადგენ/გასაგები გახდა
მაგ. რა ხდება ელექტროფორეზის დროს, მოლეკულურ დონეზე,
რა ხდება ორგანიზმის ზღურბლოვანი თუ ზეზღურბლოვანი ძალებით გაღიზიანებისას...
ან რას ნიშნავს ღეროვანი უჯრედების აქტივაცია,როგორ ხდება ის,
რა როლი აქვთ აუტოტრენინგებს,მედიტაციებს(მოლეკულურ დონეზე) და.ა.შ.და ა.შ.და ა.შ.
მოკლედ,მივედი პრაქტიკულ ცოდნამდე,რასაც უნდა ფლობდეს ყველა თანამედროვე ადამიანი დღეს,განურჩევლად ყველა...არა მხოლოდ ბიოლოგი.
რომ გქონდეთ წარმოდგენა სამყაროზე...!