რატომ ვერ იტყვი... ასეთ შემთხვევაში, შეგიძლია უპასუხო - თქვენთან ჩამოდის ყველაზე ღატაკი და დეგრადირებული ფენა... თორემ ქართველი ქალების 80 პროცენტი მყინვარწვერიდან არ დაგანახებთ თქო...
მე დაახლოებით მასე ვპასუხობ ხოლმე... :დდ

ადრე რუსმა ბიჭმა მიპასუხა მე მასე და მომეწონა არგუმენტი...
თურქების წარმოდგენა ჩვენზე აი ესაა... ნაწყვეტი ორჰან ფამუქის წიგნიდან "თოვლი":
"ნახშირისა და ბინძური თეთრეულის სუნით აქოთებულ სარდაფში ჩავიდნენ. კაცი, რომელიც წინ მიუძღოდათ გათბობის ქვაბის გვერდით მუყაოს ცარიელი კოლოფებისა და ბოსტნეულის ყუთებისაგან შეკოწიწებულ კუთხეს მიადგა. იქ სახელდახელოდ მოწყობილ საწოლზე ახალგაზრდა ქალს ეძინა. თეთრი ფითქინა კანი ჰქონდა და არაჩვეულებრივად ლამაზი იყო.
იმ ქალს ჭლექი აქვს, მაგრამ მაინც ბოზობს და ქალაქში ჩამოსულ მესაქონლეებსა და ტყავის ვაჭრებთან ცხოვრობს. კაცი კი, დანარჩენი ქართველების მსგავსად, ნახევარ ფასად მუშაობს და შედეგად მუშების ბაზარზე ორმოც წელიწადში ერთხელ გამოჩენილ სამუშაო ადგილს თურქეთის მოქალაქეებს ცხვირწინ აცლის.
ეს ცოლიცა და ქმარიც იმდენად ღატაკები და წუწურაქები იყვნენ, რომ სასტუმროს ფულსაც არ იხდიდნენ, წყლის სამმართველოს უფროსს თვეში ხუთ ამერიკულ დოლარს უკუჭავდნენ და ამ საქვაბეში ცხოვრობდნენ. თურმე ამბობდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სახლს ვიყიდით და სიცოცხლის ბოლომდე აღარ ვიმუშავებთო. ყუთებში თურქეთში იაფად ნაყიდ ტყავეულს ინახავდნენ, რომელსაც თბილისში დაბრუნების შემდეგ სარფიანად გაყიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ იყვნენ დეპორტირებულები, „თავიანთ“ საქვაბეში დაბრუნებას რაღაც მანქანებით მაინც ახერებდნენ. ამგვარი წურბელები, რომელთა მოშორებას მექრთამე პოლიცია ვერ ახერხებდა, ყარსში სამხედრო ხელისუფლებას უნდა მოესპო."
და აქ რომ ბრძანდებოდა ეგ ვაჟბატონი, აშკარად გაკვირვებული დარჩა - ალბათ სხვანაირს ელოდა გურჯისტანს...
narikuda