რა აცინებდა ?
შს მინისტრის სამი დიდი შეცდომა, რომელიც არ „პრავდება“...გიორგი მღებრიშვილი, შეიძლება ითქვას რომ მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წინააღმდეგობრივი კადრია, რომელიც ხშირად, შს მინისტრისათვის შეუფერებელი განცხადებებითა და ქმედებებით გვახსენებს თავს...
ამჯერად, გვსურს თქვენი ყურადღება შს მინისტრის სამ ყველაზე უფრო დიდ შეცდომაზე გავამახვილოთ, რომლებიც მინისტრ მღებრიშვილის არაკომპეტენტურობასა და არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.
1. მღებრიშვილმა, პირველი დიდი შეცდომა შს მინისტრის პოსტზე დანიშვნიდამ მალევა დაუშვა.
ეს მაშინ მოხდა, როდესაც მინისტრმა, პოლიციელების საკმაოდ დიდ ნაწილს „ბალასტი“ უწოდა და ამით გაამართლა თავისი მავნებლური გადაწყვეტილება - შს სამინისტროში ჩატარებული საკადრო წმენდის შესახებ.
საქართველოს ისტორიას არ ახსოვს შს მინისტრი, რომელსაც ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინოს პოლიციელებისათვის.
არადა, იყო დრო, როდესაც საქართველოს შს მინისტრის პოსტს იკავებდნენ როგორც კრემლის მარიონეტები, ისე კორუმპირებული და კრიმინალთან ალიანსში მყოფი პირებიც, რომლებიც კაბინეტიდან გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ადამიანების „გაპანკისების“ ოპერაციებს.თუმცა, მათაც კი არ დაუკნინებიათ ასე პოლიციელები.
2. მღებრიშვილის მეორე დიდი შეცდომა, რომელიც არაფრით „გაპრავდა“, თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიების საქმეზე ჩატარებულ პრესკონფერენციას უკავშირდება.
ამ პრესკონფერენციაზე, შს მინისტრმა, არც მეტი არც ნაკლები, საჯაროდ განაცხადა რომ „საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შანსი დაბალია, მაგრამ არსებობს“.
სწორედ ასე სცადა მღებრიშვილმა იმის ახსნა რომ ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს მუხთარლის გატაცებასთან და დევნილი ჟურნალისტი, თურმე, თავად გადაიპარა საქართველოდან აზერბაიჯანში.
რასაკვირველია ფარულად და უკანონოდ...
მინისტრი იმდენსაც ვერ მიხვდა რომ მან, ამგვარი გაუაზრებელი „თავის მართლებით“, დარტყმის ქვეშ დააყენა როგორც ჩვენი ქვეყნის საზღვარი და ზოგადად, უსაფრთხოება, ისე საზოგადოებაც.
3. თუმცა, მინისტრ მღებრიშვილის პირველი და მეორე შეცდომა არაფერია იმასთან, რაც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მღებრიშვილი, სატელეფონო პროვოკაციას წამოეგო და შეუჩერებლად დაფქვა როგორც სახელმწიფო საიდუმლოება, ისე ხელისუფლების „შიდა სამზარეულოც“, რაც უკვე გახდა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი...
კერძოდ, მინისტრს, სატელეფონო ხულიგანი დაუკავშირდა. მან თავი უკრაინის შს მინისტრად წარუდგინა და გამოთქვა მზადყოფნა რომ მოეხდინა საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება.
მღებრიშვილმა კი, „ავაკოვს“ განუცხადა რომ ქართულ მხარეს მისი საქართველოში ჩამოყვანა და ციხეში ჩასმა არ სურს, რითაც აშკარად დაადასტურა სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა.
მეტიც, მღებრიშვილმა შეცდომაში შეიყვანა საქართველოს პრემიერიც, დაუკავშირდა მას და მოახსენა რომ თითქოს უკრაინული მხარე, „ავაკოვის სახით“ სააკაშვილის ექსტრადირებაზე მზადყოფნას გამოთქვამდა.
ხოლო პორემიერთან მოლაპარაკების შემდეგ, „ავაკოვს“ ანუ სატელეფონო ხულიგანს გადაურეკა და სთხოვა რომ არ მოეხდინა საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირება...
მოკლედ, დიდი ალბათობით:
საქართველოს შს მინისტრმა ერთმანეთისაგან ვერ გაარჩია უკრაინის შს მინისტრი და სატელეფონო ხულიგანი.
საქართველოს შს მინისტრმა მსოფლიოს გააგებინა რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.
საქართველოს შს მინისტრმა შეცდომაში შეიყვანა და სკანდალში გახვია საქართველოს პრემიერ მინისტრი.
საქართველოს შს მინისტრმა გამოავლინა არაკომპეტენტურობა და არაფროფესიონალიზმი...
შესაბამისად, საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, უნდა გადაწყვიტოს:
სურს თუ არა, მინისტრთა კაბინეტში ჰყავდეს კადრი, გიორგი მღებრიშვილის სახით, რომელიც თუნდაც უნებლიედ, ზიანს აყენებს როგორც საკუთრივ ხელისუფლებას, ისე სახელმწიფო ინტერესებს.
https://goo.gl/PfHFsD