კი მომახსენეს. აი როდის:
გაზის სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებშიც გაძვირდაგაზის ტარიფი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც გაძვირდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო.
სემეკმა, პირველად "სოკარ ჯორჯია გაზისთვის" ერთიანი ტარიფი დაადგინა. კომპანია 41 ყოფილ ლიცენზიანტს აერთიანებს, შესაბამისად, აქამდე რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებდა.
სემეკმა კი დღეს დაადგინა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 56,935 თეთრით განისაზღვრა. ეს გულისხმობს იმას, რომ "სოკარ ჯორჯიას გაზის" არეალში აბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ.ზოგიერთი აბონენტებისთვიდ ტარიფი 26 თეთრითაც კი გაძვირდება.
რაც შეეხება კომპანია საქორგაზის არეალს, აქაც პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 57,011 თეთრით განისაზღვრა.
"ახალადდადგენილი ტარიფებით რეგულირებულ მოსახლეობას ბუნებივი გაზის მოხმარების ტარიფები განსხვავებულად გაეზარდა. რაც შეეხება დერეგულირებულ მოსახლეობას, მათთვის, ძირითადად, ტარიფი განსაზღვრული იყო 55 თეთრის დონეზე დღგ-ს ჩათვლით 1 კუბურ მეტრზე, ბოლო რეალობით ზოგან ტარიფი 63 თეთრს აღწევდა. დღეს მიღებული გადაწყვეტილების დადებითი მხარეა ის, რომ რეგულირებაში მოქცეული აბონენტებისთვის ერთიანი ტარიფი დადგინდა და გათანაბრდა. თუ ენერგეტიკის სამინისტრო გააუქმებს დერეგულირების დადგენილებას ტარიფი იქნება ერთიანი. ვიდრე მოქმედებს დერეგულურების ბრძანება, კომპანიებს რჩებათ უფლება თავისი მომსახურების არეალში გაზარდოს ტარიფი, თუმცა აქ მოქმედებს კომისიის მიერ დადგენილი წესი. წესი გულისხმობს კომპანიის მიერ ტარიფების ზრდის დასაბუთების კომისიისთვის წარდგენას. "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქროგაზის" ტარიფი 47%-ით გაეზრდათ, დანარენი 53% დერეგულირებულია და მათი ტარიფი კომპანიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიის სამივე წევრმა გაითვალისწინა სატარიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება. გადაწყვეტილება დაეფუძნა სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი კომპონენტების ტარიფებს. ყველა კომპონენტის ტარიფში ზრდა ფიქსირდება. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა და 46.15 თეთრი იქნება.
https://imedinews.ge/ge/ekonomika/20221/gaz...shits-gadzvirdaთემაც იყო ამაზე ჩემი გახსნილი და გააქრო მოდერმა.