უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ
საკუთარზე გაფანატება მარტო იმიტომ რომ შენია
უფრო გოიმობაა
მსოფლიო სამშობლოზე გაცლიებით დიდია და მეტს შეიცავს, ცოტა თავმდაბლობა არ გვაწყენდა ჩემი აზრით.
ჩემი თავი ადამიანების ერთერთ ჩვეულებრივ წარმომადგენელთან ვაიგივებ ვიდრე რაღაც ეროვნების მქონე ვიღაცასთან.
თვითშეგნება(ამ შემთხვევაში ეროვნული) გადარჩენის მხრივ მნიშვნელოვანი იყო შეიძლება ადრე მაგრამ დღევანდელ დღეს წარსულის არასაჭირო გადმონაშთი უფროა.
სისულელეა უბრალოდ, მაგრამ კულტურით გავრცელებული რაღაცაა და არც ვუფიქრდებით.
სადაც დაიბადები იქ რაცაა გავრცელებული(რელიგია, კულტურა, ა.შ.), იმას აიტაცებ.
ხოდა დაბადების ადგილი ამდენს რომ გიწყვიტავს შენგან დამოუკიდებლად არ მიმაჩნია სწორად, ბრმად რომ იტაცებ გარემოდან ყველაფერს.
კარგი ამ ეროვნული სიყვარულის სისულელეებს რომ გავცდებით და ზოგადად სიცოცხლეზე დავფიქრდებით მივხვდებით რომ მანდაც მივქარეთ,
ანთროპოცენტრული არსებები ვართ,
ადამიანებს სხვა ცხოველებზე უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, იმიტომ რომ მეტი შეგვიძლია და პლანეტის მიმართ არანაირი პატივისცემა არ გაგვაჩნია უმრავლეს შემთხვევაში.
არაფრის თქმა არ მინდა, არც ვდაობ, უბრალოდ ბუნებრივად გვაქვს ეს მიდრეკილებები.
შეიძლება ამ მიდრეკილებებმა დიდი როლი ითამაშა იმაში რომ გადავრჩენილიყავით და აქამდე მოვსულიყავით,
მაგრამ რაციონალური არსებები ვართ და უფრო მეტი აზროვნების პასუხისმგებლობა გვმართებს და ინსტიქტებზე ნაკლებად დამოკიდებულება.
ამ ყველაფრის ფონზე 2 ადამიანი რომ ფულისთვის, ტერიტორიისთვის, რელიგიისთვის და ა.შ. კინკლაობს და სიცოცხლესაც წირავს სამწუხარო საქმეა
ეს რუსულად იგივე ვიჯეიუ:
https://www.youtube.com/watch?v=3-Fgi2cNXIAიგივე ადამიანის სიტყვებს მოვიხმარ:
“Every one of us is, in the cosmic perspective, precious. If a human disagrees with you, let him live. In a hundred billion galaxies, you will not find another.”
თარგმანი:
კორსმიური პერსპექტივით თითოეული ადამიანი ძვირფასია. თუ ადამიანი არ გეთანხმება, აცალე სიცოცხლე. ასობით მილიარდ გალაქტიკაში ვერ იპოვი სხვას.