არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედროების ჩართვა არა ბორჯომში ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას ეხება
პარლამენტის ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე, სადაც ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედრო ძალების ჩართვას დაამტკიცებენ, ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის განმარტებით, კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებას” და საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან ატენის ხეობაში სახანძრო ოპერაციაში.
”საჯარისო დანაყოფების ჩართვის შესახებ შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ეს ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას, რომელიც დამოუკიდებელი საკითხია.
ხვალ შეიკრიბება საგანგებო სხდომა. ამ გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად დავამტკიცებთ და საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან ატენის ხეობაში სახანძრო ოპერაციაში”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“- თან საუბრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდ
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...ras-ekheba.html