ახლა დაივიეთ ეგ და იღლიცინეთ

მეტი რა შეგიძლიათ?
იმდენი აქტივობა და დახმარებაა დაგეგმილი არც დაგესიზმრებათ
გერმანიდან უნდა გამოფრენილიყო პირველ ღამეს აშშ-ს ევროპის სარდლობის ქვეშ მყოფი არმიის ოცეული, სტიქიასტაბ ბრძოლის დანაყოფიდან და სტრატეგიულად რომ გადათვალეს, უკვე მოქმედებისთვის არეალი იყო შეუსაბამო. ბევრი ჯგუფი იყო ჩართული
ამიტომ გადაწყდა რომ ისევ მატერიალურად და აქტივობებით დაემარებოდნენ. ასევე ტექნიკა მზადდება გადმოსაცემად და ნუ ხართ დაუნახავები და უმადურები
* * *
ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლა უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. პრემიერმინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სტიქიასთან ბრძოლაში უშუალო მონაწილეობა ქართული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გარდა ოთხი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის და ბელარუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენები გამოგზავნა. ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული იყო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი. 12 ერთეული სახანძრო მანქანა, 7 ერთეული სპეცტექნიკა, 90 მეხანძრე-მაშველი.
სომხეთის საგანგებო სიტუაციის სამინისტრომ, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დასახმარებლად, 4 ერთეული მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 65 მეხანძრე-მაშველი გამოგზავნა.
თურქეთიდან დასახმარებლად გამოიგზავნა სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი. ბელარუსიც საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენით დაეხმარა.
სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 650 თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 900 თანამშრომელი, მათ რიგებში არიან მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის 20 მფრინავი. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, პოლიციელები, ექიმები, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. გამოყენებული იყო ათეულობით ერთეული მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია.
სტიქიას ებრძოდა თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის ათასზე მეტი სამხედრო.
პრემიერის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ცოცხალი ძალა და ტექნიკა ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩება.
https://imedinews.ge/ge/35/24968/stiqiastan...ika-gamoqveknda