გაიღვიძა უკრაინამ...
ისე ცუდადაა საქმე აბასთუმანში, რომ ისევ სხვა ქვეყნების დახმარება გვჭირდება?

ვაბშე აღარ ცხელა, რა აჩენს ამ ხანძრებს

ტყის ხანძრებთან საბრძოლველად უკრაინა საქართველოში დღეს სახანძრო თვითმფრინავს გამოაგზავნის.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პეტრო პოროშენკომ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ქართული მხარისთვის დახმარების გაწევა დაავალა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი საკუთარ "facebook" გვერდზეც ადასტურებს.
სვიატოსლავ ცეგოლკოს თქმით, სახანძრო თვითმფრინავი ოდესიდან ბათუმში დღეს ჩაფრინდება.
როგორც ცნობილია "ან 32-ი-პე" ტიპის თვითმფრინავს წყლის 4 გარე ავზი გააჩნია, რაც ჯამში 8 ტონამდე წყალს იტევს.
„ტყის ხანძართან საბრძოლველად, საქართველომ დახმარებისთვის რამდენიმე ქვეყანას მიმართა, მათ შორის რუსეთი არ არის“ - განაცხადა დღეს აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების შეფასებისას შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების სახელზე მიმართვები უკვე გაგზავნილია და დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, რომელი ქვეყნები დაეხმარებიან საქართველოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მალე ჩაერთვება უკრაინიდან გამოგზავნილი თვითმფრინავი. „უკრაინიდან ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვეტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემიგვიერთდება. თვითმფრინავი ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში",-აღნიშნა მღებრიშვილმა.
მთელი ღამის განმავლობაში აბასთუმანში გაჩენილ ხანძარს ცოცხალი ძალა აქრობდა. მობილიზებული იყო სპეციალური მძიმე ტექნიკა, რომლითაც ხანძრამდე მისასვლელი გზა უნდა გაიჭრას. შს მინისტრის დავალებით ადგილზე გვიან ღამით რამდენიმე ასეული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩავიდნენ.
ბორჯომის ხეობიდან აბასთუმანში გადაინაცვლა საგანგებო შტაბმაც. არაოფიციალური ინფორმაციით ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში დამწვარია 5 ჰექტარი ფართობი, იწვის წიწვოვანი ხეები.
აბასთუმანში ხანძარი გუშინ ალპურ ზონაში გაჩნდა.