არ გვჭირდება ჩვენ ისტორიული მტრების დახმარება...

აბასთუმნის ხანძრის ლიკვიდაციაში საქართველოს თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და უკრაინა დაეხმარება
აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შტაბის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.
დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.
რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება. ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება. ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი ცოცხალი ძალა მუშაობს.
მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს. გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.
საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
ვინ დედა#####ულები აჩენენ ამ მასობრივ ხანძრებს, მაშ ვერ უნდა გაიგონ ამ ფლავებმა ეს?
თელავში ვენახებს ცეცხლი გაუჩნდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად დაიწვა რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვენახები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ვენახში ცეცხლი მოსახლეობამ გვიან შენიშნა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
აჰა, მიხვდა ბიჭი...
მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ აბასთუმანში ხანძარი ხელოვნურად იყოს გაჩენილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ აბასთუმანში ხანძარი ხელოვნურად იყოს გაჩენილი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ამ ხანძართან დაკავშირებით კითხვები აქვს.
ამასთან, მღებრიშვილი ამბობს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ ეტაპზე ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის. რაც შეეხება დახმარებას, მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის, თურქეთის და უკრაინის მხრიდან ავიაცია უკვე გზაშია და დღის 3-4 საათისთვის უკვე აბასთუმანში იქნება.
მთელი ღამის განმავლობაში აბასთუმანში გაჩენილ ხანძარს ცოცხალი ძალა აქრობდა. მობილიზებული იყო სპეციალური მძიმე ტექნიკა, რომლითაც ხანძრამდე მისასვლელი გზა უნდა გაიჭრას. შს მინისტრის დავალებით, ადგილზე გვიან ღამით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ჩავიდა.
ბორჯომის ხეობიდან აბასთუმანში გადაინაცვლა საგანგებო შტაბმაც. არაოფიციალური ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში დამწვარია 5 ჰექტარი ფართობი, იწვის წიწვოვანი ხეები.
აბასთუმანში ხანძარი გუშინ ალპურ ზონაში გაჩნდა.